"კლიპერსი" დეანდრე ჯორდანისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 250 ათასი დოლარით დააჯარიმა "ლოს ანჯელეს კლიპერსი" იმ დარღვევისთვის, რომელიც დაშვებული იყო დეანდრე ჯორდანთან მოლაპარაკებების პროცესის დროს. ეს კალათბურთელი, ამ ზაფხულს, თავისუფალი აგენტების ბაზარზე იყო გასული.

2 ივლისს, კლუბმა დეანდრესთვის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც ჩართული იყო მესამე მხარე. სწორედ ის დაპირდა კალათბურთელს დამატებით შემოსავალსა და კერძო ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას. ლიგის წესები უკრძალავს გუნდებს ამის გაკეთებას, თუ მსგავსი მოქმედება არ არის გაწერილი მოთამაშის კონტრაქტში.

ჯორდანმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა, ზეპირ შეთანხმებას მიაღწია "დალას მავერიქსთან" 5-წლიან და 100-მილიონიან კონტრაქტზე,
მაგრამ, ბოლო მომენტში გადაიფიქრა და "კლიპერსში" დარჩა, რითაც დალასელი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული