რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" ყოფილმა კალათბურთელმა თურქეთის "გალათასარაისთან" შეათანხმა ერთწლიანი კონტრაქტი.
მაგრამ გარიგების გაფორმებამდე საქმე არ მივიდა. როგორც საკუთარ "ტვიტერზე" თურქმა ჟურნალისტმა ისმაილ სენოლმა დაწერა, მარსელინიომ "გალათასარაის" ხელმძღვანლებას სთხოვა, გარკვეული დრო დაეთმოთ მისთვის NBA-ში კლუბის მოსაძებდან. საბოლოოდ, ბრაზილიელმა იპოვნა ასეთი გუნდი.
Yahoo Sports-ის მიმომხილველის ედრიან ვოინაროვსკის ცნობით, უერტასმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან".
გასულ სეზონში, 32 წლის მცველი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა და საშუალოდ
დივაცს "საკრამენტო" ჩააბარეს
წარსულში ცნობილი სერბი კალათბურთელი ვლადე დივაცი "საკრამენტო კინგზის" გენერალურ მენეჯერად დაინიშნა, - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ის ამ თანამდებობას შეუთავსებს საკალათბურთო ოპერაციებში ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს, რომელსაც ამა წლის მარტიდან ასრულებდა.გარდა ამისა, "კინგზმა" გენერალური მენეჯერის ასისტენტად დანიშნა მაიკ ბრატცი, საკალათბურთო სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტად როლანდ ბიჩი, ხოლო მოთამაშეების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი იქნება დივაცის თანამემამულე და ყოფილი პარტნიორი პეჟა სტოიაკოვიჩი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"