კალათბურთის ლეგენდა ძილში გაიპარა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული ცენტრი მოზეს მელოუნი 60 წლის ასაკში, ნორფოლკში ძილში გარდაიცვალა. ყოფილი კალათბურთელი "ჰიუსტონ როკეტსში" თავის ექს-პარტნიორს კელვინ მერფის სტუმრობდა გოლფის სათამაშოდ.

მოზეს მელოუნი NBA-ში 1974-95 წლებში გამოდიოდა. 1983 წელს, "ფილადელფიას სიქსერზთან" ერთად ასოციაციის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ცენტრი სამჯერ დაასახელეს სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ, იყო ფინალური სერიის MVP და 12-ჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

მელოუნი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთია იმ ოთხ მოთამაშეს შორის, ვინც კარიერაში 25 ათას ქულაზე და 15 ათას მოხსნაზე მეტი დააგროვა. მოზესმა კარიერა შემდეგი სტატისტიკური
მაჩვენებლებით დაასრულა - 20.6 ქულა და 12.2 მოხსნა.

"დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც მამას ვეძახდი. შეუძლებელია ჩემი მწუხარების სიტყვებით გადმოცემა. სამწუხაროდ, ვერ გავიგებ - რატომ მოეწონა დიდების დარბაზის მომავალ წევრს პროვინციელი მსუქანი და ზარმაცი ბიჭი. ის მე შვილივით მეპყრობოდა, ფორმის აკრეფაში დამეხმარა და მოთამაშედ მაქცია. ყოველი შეხვედრისას, მოზესს მამას ვეძახდი და მან იცოდა, რამდენად დიდ პატივს ვცემდი და მიყვარდა", - განაცხადა NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ჩარლზ ბარკლიმ.

ბარკლი და მელოუნი ერთად თამაშობდნენ "ფილადელფიაში", ჩარლზის ორი სადებიუტო სეზონის განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული