"დღეს, ჩემთვის დადგა ერთდროულად მწარე და ტკბილი მომენტი. ოფიციალურად ვაცხადებ პროფესიული კალათბურთიდან წასვლის შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებსა და გულშემატკივრებს შარლოტში, ფინიქსში, ორლანდოში, ფილადელფიაში და განსაკუთრებით ოკლენდში - 14 წლის განმავლობაში მათი მხარდაჭერის გამო.
კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ყველაზე რთულია, რაც აქამდე მიმიღია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთება ჯანმრთელობისა და ოჯახის სასარგებლოდ", - დაწერა 34 წლის რიჩარდსონმა.
კალათბურთელს ბოლო ორ წელი მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია,
თავის 14-წლიან კარიერაში, ჯეისონი "გოლდენ სტეიტში", "შარლოტში", "ფინიქსში", "ორლანდოში" და "ფილადელფიაში" თამაშობდა. სადებიუტო სეზონში, ის "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ახალბედათა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო 2002 და 2003 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩატენვების კონკურსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"