"მინდა კიდევ ორი სეზონი ვითამაშო, რომელიც ჩემს კონტრაქტშია გაწერილი. და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებ. ამის შემდეგ კი კარიერა დასრულებული იქნება.
ვფიქრობ, შევძლებ ძველ დონეზე თამაშს. ბოლო ოთხი კვირა სეზონის დაწყებამდე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ.
მე არ მივეკუთვნები იმ ტიპის მოთამაშეებს, რომლებიც ასახელებენ კარიერის დასრულების წელს და აწყობენ გამოსათხოვარ ტურნეს. ჩემთვის ეს მიუღებელია. მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და ის საბოლოოა", - განაცხადა დირკმა.
37 წლის გერმანელის მიმდინარე კონტრაქტი "მავერიქსთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კალათბურთელმა წელს ევრობასკეტზე ითამაშა და დაასრულა კარიერა გერმანიის ნაკრებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"