NBA. საწვრთნელი მატჩები: ჯორჯი 18 ქულით დაბრუნდა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საგამოფენო მატჩები დაიწყო. ორი დღის განმავლობაში სამი მატჩი ჩატარდა და ყველაზე მეტი ინტერესი "ინდიანა პეისერსისა" და "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" შეხვედრამ გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ 2014 წლის ზაფხულში მიღებული ტრავმის შემდეგ, პირველად გამოჩნდა მოედანზე ინდიანაპოლისელთა ლიდერი პოლ ჯორჯი. ფორვარდი ყველაზე შედეგიანი იყო თავისი გუნდის რიგებში - 18 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა დაუმატა, თუმცა შეხვედრა "ნიუ ორლეანმა" მოიგო.

2 ოქტომბერი
კლიპერსი-დენვერი 103:96
22:17, 34:25, 28:23, 19:31
კ: ჯორდანი (15+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯოშ სმიტი (13+8 მოხსნა), პოლი (12+9 პასი+5 მოხსნა),
გრიფინი (11+5 მოხსნა), რივერსი (10+4 ჩაჭრა).
დ: ლოვერნი (16+11 მოხსნა), იოკიჩი (14+8 მოხსნა), მუდიაი (14), ბარტონი (12+13 მოხსნა), უ. ჩენდლერი (11+8 მოხსნა).

3 ოქტომბერი
ინდიანა-ნიუ ორლეანი 105:110
28:36, 25:31, 22:22, 30:21
ი: ჯორჯი (18+5 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (11), ჯორდან ჰილი (10), ს. ჰილი (10), რობინსონი (10+4 პასი).
ნ-ო: დევისი (18+8 მოხსნა), გორდონი (16), ბებიტი (16), კოული (10+5 მოხსნა), დუგლას-რობეტრსი (10).

შარლოტი-ორლანდო 106:100
24:29, 24:22, 37:25, 21:24
შ: ლინი (17+7 პასი), ლემბი (16), ბატუმი (14+6 მოხსნა), უოკერი (13+8 პასი), ზელერი (10+5 მოხსნა).
ო: ნიკოლსონი (23+8 მოხსნა), ოლადიპო (16+5 მოხსნა), სმიტი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული