NBA-მ "ნიქსის" ლეგენდარული ფორვარდი დაკარგა

AutoSharing Option
"ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ომერ აშიქი გარკვეული ვადით გამოვიდა მწყობრიდან მარჯვენა ფეხის დაზიანების გამო, - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. სავარაუდოდ, თურქი კალათბურთელი დაახლოებით სამი კვირა ვერ შეძლება თამაშს.

ასე რომ, აშიქმა, შესაძლოა, გამოტოვოს 2015-16 წლების სეზონის სტარტი. რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩს "ნიუ ორლეანი" 27 ოქტომბერს ჩაატარებს მოქმედი ჩემპიონის "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.

უფრო ადრე, "ნიუ ორლეანმა" ასევე ტრავმის გამო დაკარგა ფრანგი ცენტრი ალექსის აჟინკა.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა "ნიუ იორკ ნიქსის" ლეგენდარული
ფორვარდი ჰარი გელეტინი.

გელეტინმა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 10 სეზონი ითამაშა. ის "ნიუ იორკისა" და "დეტროიტი პისტონზის" ღირსებას იცავდა. პროფესიული კარიერის განმავლობაში, მან შვიდჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში". 1953-54 წლების სეზონში სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, გარდა ამისა, დაამყარა "ნიუ იორკის" რეკორდი, როცა ზედიზედ 610 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს რეკორდი დღემდე არ არის მოხსნილი.

ატლანტა-კლივლენდი 98:96
25:23, 25:17, 17:26, 31:30
ა: ტიგი (17), ჰორფორდი (15+8 მოხსნა), ბეიზმორი (12+5 მოხსნა), ტავარესი (11).
კ: სმიტი (15+4 პასი), მოზგოვი (13+5 მოხსნა), დეი (12), კანინგემი (10).

ბაურუ-ნიუ იორკი 81:100
25:24, 19:36, 20:22, 17:18
ბ: დეი (19+6 მოხსნა), ჰეტსჰაიმერი (18+8 მოხსნა), რიკარდო (11+10 მოხსნა+10 პასი), რაფაელი (11), ჯეფერსონი (10).
ნ-ი: ენტონი (17), ო'ქუინი (14+8 მოხსნა+4 პასი), სერაფინი (14+5 მოხსნა).

ორლანდო-მაიამი 100:97
23:24, 28:24, 23:18, 26:31
ო: ფურნიე (18), ვუჩევიჩი (17+8 მოხსნა), ოლადიპო (13), ჰარისი (13).
მ: ბოში (18), დრაგიჩი (12+5 პასი), გრინი (11).

ოკლაჰომა-მინესოტა 122:99
42:28, 21:28, 33:29, 26:14
ო: იბაკა (18+6 მოხსნა), კანტერი (16+6 მოხსნა), დურანტი (15+4 პასი), უესტბრუკი (14+13 პასი+8 მოხსნა), მოროუ (13), მაკგერი (11+6 მოხსნა), უეიტერსი (10+6 მოხსნა+4 პასი).
მ: ტაუნსი (18+5 მოხსნა), დიენგი (18), ბიელიცა (11+5 მოხსნა).

დალასი-ჰიუსტონი 82:109
23:34, 24:33, 22:24, 13:18
დ: ჯენკინსი (19+5 მოხსნა), ბარეა (14), ვილანუევა (10+6 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (19+6 მოხსნა+5 პასი), ბრიუერი (16), მაკდანიელსი (13+7 მოხსნა+5 პასი), დეკერი (12), კაპელა (12+14 მოხსნა), ბევერლი (12).

საკრამენტო-ფინიქსი 100:107
32:27, 21:25, 28:29, 19:26
ს: გეი (30+6 მოხსნა), კაზინსი (15+8 მოხსნა), კოლისონი (13+6 პასი), ბელინელი (12).
ფ: ნაიტი (19), უორენი (19), ლეიერი (17+13 მოხსნა), ბლედსოუ (13+4 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული