NBA: დერიკ როუზი სეზონს ვერ დაიწყებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა ვერ დაასრულა საწვრთნელი შეხვედრა "საკრამენტო კინგზის" წინააღმდეგ. ამის მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომელიც ვეტერანმა კოსტას კუფოსთან შეჯახებისას მიიღო.

კობიმ მოედანი მესამე მეოთხედის დასაწყისში დატოვა. ექიმებისგან პირველადი დახმარება მიიღო და შემდეგ გასახდელში გაეშურა.

"ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის ბაირონ სკოტის თქმით, ბრაიანტის დაზიანება სერიოზული არ არის და სავარაუდოდ, კალათბურთელი მონაწილეობას მიიღებს მომდევნო წინასასეზონო მატჩში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.

* * *
"ჩიკაგო ბულზის" დამრიგებელმა ფრედ ჰოიბერგმა განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი დერიკ როუზი, დიდი ალბათობით მთლიანად გამოტოვებს წინასასეზონო მზადებას და
ვერ მოასწრებს აღდგენას რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის.

საუკეთესო შემთხვევაში, დერიკი ვარჯიშებს მომავალ კვირას შეუდგება და გარკვეული დროის შემდეგ მისცემენ კონტაქტური ვარჯიშების უფლებას.

"ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ის მონაწილეობას რეგულარული სეზონის საწყის მატჩებში. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ როუზი შესამჩნევად პროგრესირებს, ხოლო მხედველობა დაზიანებულ თვალში თითქმის აღუდგა", - განაცხადა ფრედ ჰოიბერგმა.

მაიამი-ორლანდო 92:95 (ო)
17:20, 23:25, 16:17, 25:19, 11:14
მ: რიჩარდსონი (18+3 ჩაჭრა), უინსლოუ (12+10 მოხსნა), ბენსონი (12+11 მოხსნა), ანდერსენი (12+8 მოხსნა), ენისი (10), გრინი (10+6 მოხსნა).
ო: ნაპიერი (15), ფრაი (12+8 მოხსნა), ვუჩევიჩი (12), გორდონი (10).

მილუოკი-კლივლენდი 110:101
23:31, 22:20, 30:27, 35:23
მ: ვონი (19), მონრო (19+13 მოხსნა), ჰენსონი (16+10 მოხსნა+4 დაფარება), ბეილესი (13+8 პასი), მაიო (12+10 პასი), ო'ბრაიანტი (10+8 მოხსნა).
კ: უილიამსი (18+6 მოხსნა), ჯეფერსონი (16), დელავედოვა (13), ჰარისი (10), კრისტმესი (10).

დეტროიტი-ინდიანა 97:101
24:27, 24:25, 26:21, 23:28
დ: ილიასოვა (17+6 მოხსნა), დრამონდი (17+21 მოხსნა), ჯექსონი (17+5 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (16+6 მოხსნა).
ი: დუგლასი (15), ჰილი (14+3 ჩაჭრა), რობინსონი (13+6 მოხსნა), ჯორჯი (13).

დალასი-ოკლაჰომა 88:100
21:21, 31:31, 22:23, 14:25
დ: ჯენკინსი (26), ფაჩულია (13+5 მოხსნა), ანდერსონი (11).
ო: უესტბრუკი (19), კანტერი (17+11 მოხსნა), უეიტერსი (10), მოროუ (10), დურანტი (10).

ჰიუსტონი-ფინიქსი 135:129 (ო)
27:30, 28:23, 42:27, 20:37, 18:12
ჰ: ჯონსი (23), ბრიუერი (21+7 ჩაჭრა), არიზა (15+5 მოხსნა), ლივინგსტონი (12), კაპელა (12+10 მოხსნა), მაკდანიელსი (10+6 მოხსნა).
ფ: უორენი (21+5 მოხსნა), ბუკერი (20), ტელეტოვიჩი (19+12 მოხსნა), მორისი (13), გუდვინი (11), უიმზი (11).

საკრამენტო-ლეიკერსი 107:100
31:27, 32:24, 25:23, 19:26
ს: ბელინელი (17), კოლისონი (16+7 პასი), ანდერსონი (13), მაკლემორი (11), რონდო (11+6 პასი), გეი (10+11 მოხსნა), მორლენდი (10+8 მოხსნა+4 დაფარება).
ლ: კლარკსონი (17), უილიამსი (16+5 მოხსნა), იანგი (12), რასელი (11+7 მოხსნა), რენდლი (10+6 პასი), ბრაიანტი (10).

დენვერი-გ. სტეიტი 114:103
31:35, 32:24, 29:17, 22:27
დ: ფარიდი (22+12 მოხსნა), მუდიაი (16+9 პასი), ნელსონი (16), გალინარი (14+5 მოხსნა), ჩენდლერი (13+5 მოხსნა), ლოვერნი (10+9 მოხსნა).
გ-ს: ბარბოზა (16), გრინი (15+9 მოხსნა), კარი (14+7 პასი), სპეიტსი (11), იგუოდალა (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული