NBA სეზონს ლებრონ ჯეიმსის გარეშე დაიწყებს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი შეძლებს ახალი სეზონის პირველ მატჩში მონაწილეობის მიღებას. კალათბურთელის მდგომარეობა უმჯობესდება და ის მზად უნდა იყოს სეზონის გახსნის მატჩისთვის, რომელშიც, 27 ოქტომბერს, "კლივლენდი" "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება.

13 ოქტომბერს, ლებრონმა ზურგზე სამკურნალო პროცედურები ჩაიტარა და მხოლოდ ორ წინასასეზონო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

* * *
"გოლდენ სტეიტის" დროებითი მთავარი მწვრთნელი ლიუკ უოლტონი უხელმძღვანელებს გუნდს რეგულარული სეზონის დასაწყისში.

"უორიორზის" დამრიგებელმა სტივ კერმა ივლისში ზურგზე ოპერაცია გაიკეთა, ოქტომბერში კი გაურთულდა მდგომარეობა და განმეორებითი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ამ მიზეზით,
სპეციალისტმა დროებით დატოვა თავისი პოსტი. მას შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობა თავის თავზე უოლტონმა აიღო. ადრე მას განაცხადა, რომ არ იცის, როდემდე იქნება ამ როლში.

* * *
ამასობაში, NBA-ში დასრულდა წინასასეზონო მატჩების სერია. არც ერთ გუნდს არ დაუფიქსირებია ასპროცენტიანი მაჩვენებელი, ხოლო ერთადერთი გუნდი, რომელმაც ყველა შეხვედრა წააგო - "დალას მავერიქსია".

ორლანდო-მემფისი 86:76
26:18, 16:21, 25:24, 19:13
ო: ჰარისი (18+10 მოხსნა), ნაპიერი (15+8 პასი), ნიკოლსონი (14+5 მოხსნა), ვუჩევიჩი (10+6 მოხსნა), დედმონი (5+11 მოხსნა).
მ: რაიტი (11+9 მოხსნა), კარტერი (10), სტოუკსი (10+9 მოხსნა).

ბოსტონი-ფილადელფია 81:65
24:17, 19:23, 20:13, 18:12
ბ: სმარტი (10), მიკი (10), ტალინჯერი (6+14 მოხსნა), ოლინიკი (5+12 მოხსნა).
ფ: ოკაფორი (12 მოხსნა+8 პასი), გრინი (11+6 მოხსნა).

ტორონტო-ვაშინგტონი 92:82
21:28, 25:17, 29:19, 17:18
ტ: კეროლი (16), ლოური (13+8 მოხსნა+6 პასი), დეროზანი (13+4 პასი), ვალანჩუნასი (12+7 მოხსნა), ჯოზეფი (10), ბიიომბო (6+13 მოხსნა).
ვ: გორტატი (16+10 მოხსნა), ბილი (11), ჰემფრიზი (10+14 მოხსნა).

დეტროიტი-ატლანტა 115:87
30:20, 29:26, 26:22, 30:19
დ: ჯონსონი (20), მორისი (17+10 მოხსნა+3 პასი), ბალოკი (15), ბლეიკი (2+12 მოხსნა).
ა: სკოტი (20+10 მოხსნა), პატერსონი (18+6 პასი), ჰოლიდეი (12), ტავარესი (3+12 მოხსნა).

ჩიკაგო-დალასი 103:102
32:28, 17:25, 25:24, 29:25
ჩ: გიბსონი (16+6 მოხსნა+3 დაფარება), სნელი (14+5 მოხსნა), მიროტიჩი (14+5 მოხსნა), გასოლი (11+9 მოხსნა), მური (11), ნოა (8+10 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (19+6 მოხსნა), პაუელი (14+11 მოხსნა), ჯენკინსი (13+5 მოხსნა), ფაჩულია (12+8 მოხსნა).

ნ. ორლეანი-მაიამი 93:90
23:26, 25:28, 18:9, 27:27
ნ-ო: დევისი (25+13 მოხსნა+5 დაფარება), გორდონი (22), დეჟან-ჯონსი (13), ანდერსონი (10+7 მოხსნა), ჰოლიდეი (10), კანინგემი (6+10 მოხსნა).
მ: გრინი (24), ბოში (19), უეიდი (11), უაიტსაიდი (10+12 მოხსნა).

მინესოტა-მილუოკი 112:108
30:28, 26:25, 27:30, 29:25
მინ: უიგინსი (24), მარტინი (20), მუჰამადი (19), თაუნსი (18+12 მოხსნა), რუბიო (13+6 პასი).
მილ: ანტენტოკუნმპო (23+7 მოხსნა), მიდლტონი (19), ბეილესი (18), ვასკესი (11).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 111:86
30:30, 28:25, 27:15, 26:16
ს-ა: გრინი (19), ოლდრიჯი (19), პარკერი (12), მილსი (10), მარიანოვიჩი (10).
ჰ: ჰარდენი (17+8 მოხსნა+9 პასი), ბრიუერი (14), ბევერლი (12), ჯონსი (10+8 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. შარლოტი 8 7 1 87.5
2. ბოსტონი 7 6 1 85.7
3. ორლანდო 8 6 2 75.0
4. ინდიანა 7 5 2 71.4
5. ტორონტო 7 5 2 71.4
6. ნიუ იორკი 6 4 2 66.7
7. ვაშინგტონი 7 4 3 57.1
8. ატლანტა 7 4 3 57.1
9. ჩიკაგო 8 4 4 50.0
10. მაიამი 8 4 4 50.0
11. დეტროიტი 8 3 5 37.5
12. ბრუკლინი 6 2 4 33.3
13. მილუოკი 6 2 4 33.3
14. ფილადელფია 7 2 5 28.6
15. კლივლენდი 7 1 6 14.3

დასავლეთი
თ მ წ %
1. მემფისი 6 1 85.7
2. საკრამენტო 5 1 83.3
3. ოკლაჰომა 5 1 83.3
4. ფინიქსი 4 2 66.7
5. დენვერი 4 3 57.1
6. კლიპერსი 3 3 50.0
7. პორტლენდი 3 4 42.9
8. იუტა 3 4 42.9
9. გ. სტეიტი 3 4 42.9
10. ნ. ორლეანი 3 4 42.9
11. ჰიუსტონი 3 5 37.5
12. ლეიკერსი 3 5 37.5
12. სან ანტონიო 2 4 33.3
14. მინესოტა 2 5 28.6
15. დალასი 0 7 00.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული