დრამონდი გახდა პირველი მოთამაშე ბოლო 45 წლის განმავლობაში, რომელმაც სეზონის პირველ ოთხ მატჩში მინიმუმ 75 ქულა და 75 მოხსნა დააგროვა. ბოლოს ასეთი რამ შეძლეს უილტ ჩემბერლენმა (95 ქულა და 93 მოხსნა) და დეივ კოუენსმა (78 ქულა და 82 მოხსნა) 1970-71
ასევე აღვნიშნავთ, რომ დრამონდი პირველი მოთამაშეა ქარიმ აბდულ ჯაბარის შემდეგ, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის პირველ ოთხ მატჩში ორჯერ შეძლო მინიმუმ 20 ქულითა და 20 მოხსნით შეხვედრის დასრულება. ჯაბარს ასეთი მიღწევა შორეულ 1975 წელს ჰქონდა.
* * *
ამასობაში, "ტორონტომ" ისტორიული სტარტი აიღო რეგულარულ ჩემპიონატში. კანადურმა კლუბმა "დალასი" დაამარცხა სტუმრად - 102:91 და პირველად მოიგო სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხი შეხვედრა. "რეპტორზის" რიგებში ისევ კაილ ლოური და დემარ დეროზანი გამოირჩეოდნენ. პირველმა ორმაგი დუბლი შეასრულა, მეორემ კი 20 ქულა მიითვალა.
* * *
"ჩიკაგომ" ვერანაირი ბრძოლა ვერ მოახვია თავს "შარლოტს". უკვე მეორე მეოთხედში "ჰორნეტსი" 27 ქულით იგებდა და თითქმის მსგავსი სხვაობა მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა - 135:105. სტუმრებმა 13-ჯერ დაკარგეს ბურთი, შეხვედრის შემდეგ "ჩიკაგოს" დამრიგებელმა ფრედ ჰოიბერგმა აღიარა, რომ შოკირებულია თავისი შეგირდების თამაშით.
განსაკუთრების ცუდად ბოლო მატჩებში "ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი გამოიყურება, რომელმაც ოთხი ქულით დაასრულა გუშინდელი თამაში. 2008 წლის დრაფტის პირველი ნომერი ზედიზედ სამი მატჩია ვერ ახერხებს ათქულიანი ზღვარის გადალახვას, რაც მის კარიერაში არასოდეს მომხდარა. ამ სამ შეხვედრაში მან თამაშიდან 29-ჯერ ისროლა და 21 ააცილა, აგრეთვე ხუთიდან ხუთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.
მთელს ამ კოშმარს პირველი რიგიდან ადევნებდა თვალს მაიკლ ჯორდანი. საინტერესოა, რა ემოციებს განიცდიდა ლეგენდარული კალათბურთელი, როცა მისი კუთვნილი გუნდი ანადგურებდა იმ გუნდს, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.
ციფრები
ეს რუბრიკა მთლიანად "მაიამის" ლიდერს დუეინ უეიდს ეძღვნება:
- "ატლანტასთან" მატჩის შემდეგ, უეიდს კარიერაში დაუგროვდა 720 დაფარება. ეს არის მეხუთე მაჩვენებელი ლიგის ისტორიაში მცველებს შორის. მაიამელმა კლაიდ დრაქსლერი ჩამოიტოვა უკან, უახლოეს კონკურენტი კი რონ ჰარპერია (729). ლიდერთა პირველი სამეული ასე გამოიყურება: ვინს კარტერი (758), ტრეისი მაკგრეიდი (807) და მაიკლ ჯორდანი (893).
- უეიდმა კარიერაში მე-1000 დანკი შეასრულა.
- და "მაიამის" ისტორიაში 25000-ე მოხსნაც "ჰიტის" მცველის ანგარიშზეა.
შარლოტი-ჩიკაგო 130:105
37:20, 32:27, 31:30, 30:28
შ: ლემბი (20), ბატუმი (18+8 მოხსნა), ლინი (15), ჯეფერსონი (14), უოკერი (13), ჰოუვსი (13), ჰეირსტონი (10), მარვ. უილიამსი (4+10 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (26), მაკდერმოტი (17), ბრუქსი (14), პ. გასოლი (13+8 მოხსნა), პორტისი (10).
დეტროიტი-ინდიანა 82:94
30:24, 17:35, 20:26, 15:9
დ: დრამონდი (25+29 მოხსნა), ჯექსონი (20+6 პასი), კოლდუელ-პოუპი (12), ილიასოვა (12), მორისი (11+7 მოხსნა).
ი: სტაკი (23), ჯორჯი (16+9 მოხსნა+6 პასი), ელისი (15), ჯორჯ ჰილი (12+6 პასი), ჯორდან ჰილი (10).
მაიამი-ატლანტა 92:98
24:25, 16:26, 25:28, 27:19
მ: უაიტსაიდი (23+14 მოხსნა+4 დაფარება), უეიდი (21), დრაგიჩი (19), ბოში (9+14 მოხსნა).
ა: ტიგი (26+9 პასი), ჰორფორდი (17+13 მოხსნა), მილსეპი (12+10 მოხსნა), ბეიზმორი (10).
ნიუ ორლეანი-ორლანდო 94:103
17:28, 26:29, 26:21, 25:25
ნ-ო: გორდონი (21), ჰოლიდეი (14), დევისი (14+9 მოხსნა+5 დაფარება), ანდერსონი (14).
ო: ფურნიე (30), ვუჩევიჩი (22+12 მოხსნა), ოლადიპო (12+7 მოხსნა), ჰარისი (9+14 მოხსნა), პეიტონი (8+10 პასი).
დალასი-ტორონტო 91:102
25:31, 26:18, 22:25, 18:28
დ: ნოვიცკი (18+7 მოხსნა), უილიამსი (13), პაუელი (10+10 მოხსნა).
ტ: ლოური (27+10 პასი), დეროზანი (20), სკოლა (19+12 მოხსნა), ვალანჩუნასი (16+8 მოხსნა).
საკრამენტო-მემფისი 89:103
29:25, 11:25, 27:33, 22:20
ს: გეი (19), კოლისონი (18), ბელინელი (12), კუფოსი (11).
მ: რენდოლფი (20+10 მოხსნა), კონლი (14+6 პასი), ლი (14), გრინი (12+13 მოხსნა), რაიტი (10+4 დაფარება).
ლეიკერსი-დენვერი 109:120
36:30, 21:30, 26:33, 26:27
ლ: კლარკსონი (30), უილიამსი (24), რენდლი (16), ბრაიანტი (11).
დ: ფარიდი (28+15 მოხსნა), გალინარი (21+8 მოხსნა), ჰიქსონი (17+7 მოხსნა), მუდიაი (12+10 პასი), ჰარისი (11), ბარტონი (10), ნელსონი (4+10 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"