როუზმა ფეხი ბოლო მეოთხედის შუაში დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მატჩის შემდეგ გამთამაშებელმა განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.
"ეს ჩვეულებრივი დაჭიმვაა", - თქვა როუზმა.
ტრავმის მიღებამდე, გამთამაშებელმა 23 ქულისა და 6 შედეგიანი პასის დაგროვება მოასწრო. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, შეძლებს თუ არა როუზი ხუთშაბათს, "ფინიქსის" წინააღმდეგ თამაშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"