NBA-ს კვირის ლაურეატები: ლებრონ ჯეიმსი და ჯეი ჯეი ბარეა

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 28.0 ქულა, 9.3 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატია "დალას მავერიქსის" სათადარიგო მცველი ჯეი ჯეი ბარეა. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ბარეას ანგარიშზე საშუალოდ 23.5 ქულა, 6.8 შეედგიანი გადაცემა და 3.0 მოხსნა მოდის. პუერტორიკოელმა თამაშიდან 50 პროცენტზე მეტი ჩააგდო და სამქულიანების რეალიზაციის 48 პროცენტი დააფიქსირა. გარდა ამისა, ბარეა ოთხივე მატჩში
"დალასის" საუკეთესო ბომბარდირი იყო.

გასულ კვირას საუკეთესო მოთამაშის სტატუსზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: კემბა უოკერი ("შარლოტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო") და ლამარკუს ოლდრიჯი ("სან ანტონიო").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული