NBA. პლეი ოფი: "ტორონტო", ისტორიაში პირველად, ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
NBA-ს პლეი ოფის მეორე რაუნდის სერიაში "ტორონტო რეპტორსმა" "მაიამი ჰიტი" დაამარცხა და პირველად ისტორიაში, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა. საამისოდ კანადურ გუნდს 21 სეზონი დასჭირდა...

16 მაისს, საკუთარ მოედანზე გამართულ სერიის მეშვიდე მატჩში, "ტორონტომ" მეტოქე ანგარიშით 116:89 დაამარცხა და საბოლოოდ სერიაში 4:3 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კანადურმა გუნდმა შეხვედრის პირველი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით, 25:24 მოიგო, ამის შემდეგ კი მუდმივად ზრდიდა სხვაობას, რამაც საბოლოოდ "+27" შეადგინა.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ტორონტოელი კაილ ლოური გახდა, რომლის ანგარიშზე 35 ქულაა. ორმაგი დუბლი მიითვალა მისმა თანაგუნდელმა პატრიკ
პატერსონმა
(11 ქულა, 11 მოხსნა). "მაიამიში" 16-16 ქულით გორან დრაგიჩი და დუეინ უეიდი გამოირჩნენ.

"ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "კლივლენდ კავალიერზს" დაუპირისპირდება, სერიის პირველი მატჩი კი 18 მაისს, კლივლენდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული