NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის სუპერრეკორდები

AutoSharing Option
ლებრონ ჯეიმსმა "შარლოტთან" გამარჯვებაში 44-ქულიანი წვლილი რომ შეიტანა, ოქმში ნახავთ. ამასთან, მან 10 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა და პასებში 7000-იანი ზღვარი გადალახა. სადღეისოდ მის ანგარიშზე 7006 გადაცემაა.

მის აქტივში ასევე არის 27359 ქულა და 7229 მოხსნა. იგი ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელიც ქულებში 27 ათასს, პასებსა და მოხსნებში კი 7 ათასს ასცდა.

"შარლოტთან" მატჩი ლებრონისთვის კარიერაში მე-9 იყო, როცა 40 ქულასა და 10 პასზე მეტი მოაგროვა. ამ მაჩვენებლით იგი მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა, თუმცა, ბევრით ჩამორჩება მსოფლიოს რეკორდსმენ ოსკარ რობერტსონს, რომელმაც კარიერაში 46-ჯერ
გადალახა 40-ქულიანი და 10-პასიანი ზღვარი.

პოლის ოც-ოცი
"კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა "ნიუ ორლეანთან" მატჩში 20 ქულა და 20 პასი მოაგროვა. ამ შედეგს ფასს ისიც მატებს, პოლს ერთი შეცდომაც არ ჰქონია.

იგი ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც 20-20 ქულა-პასი ისე მოაგროვა, რომ შეცდომა არ დაუშვია. ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ NBA-ში შეცდომების რაოდენობის თვლა 1978 წლიდან დაიწყეს.

პოლამდე 20 პასი დაკარგვის გარეშე "იუტას" გამთამაშებელმა რიკი გრინმა შეასრულა. ეს მან 1983-84 "ატლანტასთან" მატჩში მოახერხა.

კლიპერსი-ნიუ ორლეანი 133:105
35:31, 26:24, 37:25, 35:25
კ: პოლი (20 + 20 პასი), ჯორდანი (19 + 9 მოხსნა), რივერსი (18), რედიკი (16), კროუფორდი (22), სპეიტსი (17 + 12 მოხსნა), ჯონსონი (10)
ნ: ფრეიზერი (20 + 11 პასი), ჯონსი (18), ჰოლდი (15), ჰილი (13), დიალო (19 + 10 მოხსნა), ჰელოუეი (12)

ვაშინგტონი-მილუოკი 110:105
23:32, 29:20, 25:25, 33:28
ვ: უოლი (24 + 10 პასი), ბილი (20 + 6 პასი), მორისი (15 + 9 მოხსნა), პორტერი (10), გორტატი (9 + 14 მოხსნა), უბრე (19 + 9 მოხსნა)
მ: ადეტოკუმბო (28 + 13 მოხსნა + 7 პასი), ჰენსონი (14), ტელეტოვიჩი (25), ბროგდონი (11), მონრო (6 + 7 მოხსნა)

ორლანდო-დენვერი 113:121
29:32, 29:33, 37:27, 18:29
ო: ფურნიე (24 + 6 პასი), იბაკა (22 + 4 დაფარება), ბიომბო (12), გორდონი (11), ოგასტინი (10 + 7 პასი), გრინი (17)
დ: გალინარი (21), ნურკიჩი (17 + 8 მოხსნა), ბარტონი (16), ფარიდი (19 + 10 მოხსნა), ერნანგომესი (14), იოკიჩი (14 + 6 პასი)

ინდიანა-პორტლენდი 118:111
31:44, 33:27, 26:27, 28:13
ი: ჯორჯი (37), იანგი (24 + 9 მოხსნა), ტერნერი (14 + 8 მოხსნა), ელისი (10), ტიგი (9 + 6 პასი), ჯეფერსონი (10 + 8 მოხსნა)
პ: მაკოლუმი (34), ლილარდი (33 + 9 პასი), პლამლი (8 + 9 მოხსნა), დევისი (6 + 10 მოხსნა)

კლივლენდი-შარლოტი 116:105
36:26, 31:26, 25:29, 24:24
კ: ჯეიმსი (44 + 9 მოხსნა + 10 პასი), ლავი (22), ტომპსონი (13 + 12 მოხსნა), ირვინგი (11), შამპერტი (16)
შ: უოკერი (24), ზელერი (17 + 9 მოხსნა), უილიამსი (11), ბელინელი (15), ლემბი (10)

ჩიკაგო-მაიამი 105:100
29:27, 26:28, 28:20, 22:25
ჩ: ბატლერი (31 + 7 მოხსნა), უეიდი (28), გიბსონი (13 + 7 მოხსნა), რონდო (4 + 6 პასი), ლოპესი (4 + 10 მოხსნა)
მ: დრაგიჩი (21 + 11 პასი), უაითსაიდი (20 + 8 მოხსნა), ჯონსონი (15), რიჩარდსონი (11), უილიამსი (10 + 8 მოხსნა)

მემფისი-გოლდენ სტეიტი 110:89
31:16, 30:22, 26:27, 23:24
მ: ალენი (19), გასოლი (19 + 8 მოხსნა + 6 პასი), გრინი (14 + 10 მოხსნა), ჰარისონი (11), უილიამსი (11), რენდოლფი (14 + 7 მოხსნა), მარტინი (13 + 7 მოხსნა)
გ: დურანტი (21 + 7 მოხსნა), კარი (17 + 8 მოხსნა), ტომპსონი (8), გრინი (7 + 7 მოხსნა), კლრკი (10)

ჰიუსტონი-დალასი 109:87
36:27, 24:22, 26:20, 23:18
ჰ: ჰარდენი (18 + 9 მოხსნა + 16 პასი), არიზა (17 + 7 მოხსნა), ბევერლი (15 + 7 მოხსნა), კაპელა (13 + 10 მოხსნა), გორდონი (18), ჰარელი (12)
დ: მეტიუზი (26), ბარნსი (20), ფინი-სმიტი (11), უილიამსი (9 + 6 პასი)

სან ანტონიო-ბრუკლინი 130:101
41:26, 26:26, 36:18, 27:31
ს: ლეონარდი (30), გასოლი (15), პარკერი (12 + 7 პასი), ოლდრიჯი (12 + 9 მოხსნა), მილსი (16), სიმონსი (14), ლი (8 + 8 მოხსნა)
ბ: ბოგდანოვიჩი (20), ლოპესი (14), სკოლა (15 + 11 მოხსნა), ჰარისი (10)

იუტა-საკრამენტო 104:84
29:25, 23:25, 26:26, 26:8
ი: ჰეივორდი (26 + 7 მოხსნა), გობერი (17 + 14 მოხსნა + 6 დაფარება), ინგლსი (11), ლაილსი (14)
ს: გეი (20), კოლისონი (17), კაზინსი (16 + 10 მოხსნა), კასპი (12)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული