თბილისში ჩამოსვლამდე გერმანიამ სერბეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში გერმანიის ნაკრებმა ფრანკფურტში სერბეთს დაძაბულ ბრძოლაში 79:74 სძლია.

გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ბენზინგი იყო, ჰარტენსტეინმა 11 ქულა ჩააგდო, აკპინარმა 9, ცირბესმა 8,  გიფეიმ 8, საიბოუმ 7, ზეიფერტმა 6, ობსტმა 5, დორეტმა 4, ბარტელმა 4.

22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სერბი რადულიცა იყო.

შეგახსენებთ, საქართველოსა და გერმანიის მატჩი ხვალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანელებმა ჩემდა გასაკვირად,მაგრამ უეჭველია ამას მძიმე ბრძოლაში მიაღწიეს, გაიმარჯვეს.ჩვენთვის ეს ცუდია,თუმცა დაღლილები ჩამოვლენ და ეს შანსებს გვიმატებს.
სოსო
14:16 24-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული