საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალია 66:63 დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩატარებულ მეოთხე მატჩში პორტუგალია 66:63 დაამარცხა.

ორივე გუნდს დაკარგული ჰქონდა ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლის შანსი და მიუხედავად ამისა, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 2 ქულით მოიგო, საბოლოოდ კი 3 ქულით გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა ჩეჩელაშვილი. ყველაზე სარგებლიანი კი ალექსანდრე ფევაძე იყო, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. 11-11 მიითვალეს რატი ანდრონიკაშვილმა
და ნიკა დარბაიძემ, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 7 ქულა და 10 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის 4 მატჩიდან 2-2 მოგებ-წაგება მიითვალა და 5 გუნდში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფიდან პოლონეთი და ფინეთი გავიდნენ, საქართველო კი ტურნირზე 9-16 ადგილების გასანაწილებელ საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვება. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე იქნება უნგრეთის ნაკრები, რომელმაც C ჯგუფში ასევე მე-4 ადგილი დაიკავა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროა რო ვერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მარა კალათბურთს ფეხბურთისგან განსხვავებით ნამდვილად აქვს პოტენციალი რო გაახაროს ნამდვილი გულშემატკივარი. წარმატებები ბიჭებს და წარმატებას უსურვებ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს ნამდვილ რაინდს და ვაჟკაც ადამიანს!!!
გულშემატკივარი
19 ივლისი 2018 00:46
6
თუ ვიმეს ამ ნაკრების თამაში არ ანახავს და აინტერესებს,ნახოს პორტუგალიასთან მატჩის ბოლო 3 წუთი და ეს სრულიად საკმარისი იქნება,რომ მათი თამაშით აღარასოდეს დაინტერესდეთ.
სოსო
18 ივლისი 2018 22:06
3

სიახლეები პოპულარული