კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

ასე დაეწყოთ, როგორც დაასრულეს - საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი 24 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
სოფიაში  ევროპირველობაზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს 88:64 სძლია და B დივიზიონში მე-13 ადგილი დაიკავა.

დიდებულად ითამაშა გიორგი კორსანტიამ, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა და 17 მოხსნაა. 13 ქულა დავით აფხაზავამ ჩააგდო, 11 რატი ანდრონიკაშვილმა, 10 კი ნიკა ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, წინა ტურში ჩვენმა გუნდმა ალბანეთი 60 ქულით დაამარცხა და გამოჩნდა, რომ გუნდს პოტენციალი გააჩნია, რაც ტურნირზე სათანადოდ ვერ გამოიყენა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირზე ერთობ არასტაბილურად იასპარეზა, სტარტზე პოლონეთს 17 ქულით უგებდა და წაგება მოახერხა, კოსოვოს ოვერტაიმში სძლია, პორტუგალიას 66:62 მოუგო, ხოლო უნგრეთთან 54:65
დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე, რამაც ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა წარუმატებლობაში.

გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია და მთელი დატვირთვა სასტარტო ხუთეულზე მოდიოდა.

იმედია, თბილისში დაბრუნების შემდეგ გუნდის მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და ფედერაციის ხელმძვანელობა ახსნიან წარუმატებლობის მიზეზებს.