U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა.

ბუბა ბერიშვილის და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 72:87 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან 19 ქულით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა. ლუკა მაზიაშვილმა 12 ქულა მიითვალა, ხოლო დავით კაკუშაძემ - 10.

ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ ერთი პერიოდი დაასრულეს ფრედ, დანარჩენი სამი კი წააგეს.

Sportall.Ge

აღსანიშნავია მეტოქე გუნდის კალათბურთელის, ჰენრი დრელის მონაგარი, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო.

B ჯგუფი
U18. საქართველო-ესტონეთი 72:87
20:20, 15:17, 17:23, 20:27

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს B ჯგუფში 28
ივლისს, ჩვენი დროით 16:15 საათზე უნგრეთთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ მოეგოთ, ეგ გამიკვირდებოდა.)))
dato
23:36 27-07-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული