საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე მეოთხე მატჩიც წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფის ბოლოსწინა მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად სოლიდური უპირატესობით იგებდა, თუმცა ლიდეორბა გაანიავა და შეხვედრა დათმო. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 19:11 ამარცხებდნენ ბელგიას, ხოლო დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:31.

მე-3 პერიოდში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოედანზე დაბრუნებული გუნდები სულ სხვაგვარად ათამაშდნენ – ბელგია შედეგიანად, საქართველო კი უხეიროდ და ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში ალბათ ყველაზე ცუდი პერიოდი ითამაშა. ბელგიელებმა ქართველებს 10-წუთეული 36:5 მოუგეს და მატჩის ბედი
გადაწყვიტეს. 10 ქულით ჩამორჩენილმა ბელგიელებმა 21-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და შეხვედრაც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

მატჩი ბელგიელთა სასარგებლოდ – 83:65 დასრულდა. არ უთამაშია რატი ანდრონიკაშვილს, ხოლო საუკეთესო შედეგი საბა გიგიბერიამ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ლუკა მაზიაშვილმა, ხოლო ზურა ჟღენტმა და დავით კაკუშაძემ თავი11-11 ქულას მოუყარეს. კაკუშაძემ 6 ქულა და 5 პასიც მიითვალა.

საქართველოს ნაკრები 4-დან 4 მარცხით მე-5 ადგილზეა და ამაზე მაღლა ვეღარ ავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრძოლას 17-24 ადგილებისთვის განაგრძობს. ბოლო ტურში, 1 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი ფედერაცია?...))ერთ მეოთხედში ევროპულ კალათბურთში 36 ქულას რო გაგიკეთებს ბელგია ეს იმას ნიშნავს რომ გუნდმა დაცვა საერთოდ არ იცის რა არი!რატომ არ იცის და ვინ უნდა ასწავლოს ნეტა?)))
გიორგი
01 აგვისტო 2018 15:00
0
აი ამ შედეგის მერე ფედერაცია მწვრთნელებს თუ არ მოხსნით, ნამუსი არ გქონიათ!
Georgian
01 აგვისტო 2018 01:33
0
ყოჩაღ გიგიბერია გამოასწორა თამაში მაგრამ,ჭეიშვილი და გეგუჩაძე რისთვის წაიყვანეს,სანამ ეს ფედერაცია იქნება არაფელი არ ეშველება კალათბურთს.
gigi
31 ივლისი 2018 23:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული