საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან 55:93 წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – A დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:93 დათმო. გათამაშების ფორმატის მიხედვით, პლეი ოფში ტურნირის მონაწილე 16-ივე გუნდი გადის, რომლებიც მერვედფინალში დაკავებული ადგილების მიხედვით – ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან.

გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის პირველი პერიოდი 19:18 მოიგო და იტალიელებს მეორეშიც ტოლსწორად ებრძოდა. მეოთხედის ბოლოს აპენინელებმა ფარქვეშა ზუსტი გარღვევებით იძალეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 39:32.

მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. მესამე პერიოდი ქართველებისთვის
ამჯერადაც პრობლემური გამოდგა. კაზანჯიანის გუნდმა ფარქვეშ ბრძოლა წააგო, ხოლო პერიმეტრიდან იტალიელებს მეტი მიზანი აღმოაჩნდათ. ეს ყველაფერი შედეგზე აისახა და იტალიელებმა 7-ქულიანი ლიდერობა სოლიდურ უპირატესობად აქციეს. მესამე ათწუთეულის 21:10 მოგებით აპენინელებმა დასკვნითი პერიოდის წინ 18-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

შეხვედრა ქართველებმა ინერციით ჩაამთავრეს. შეიძლება ითქვას, მომდევნო მატჩისთვის ძალები დაზოგეს. ჩვენი მომავალი მეტოქე ხომ თურქეთი იქნება, რომელიც კაზანჯიანის გაწვრთნილ ნაკრებს 1 თვის წინ, სტამბოლში დამარცხებული ჰყავს. შეგახსენებთ, რომ 13-16 ივლისს საქართველო თურქეთში საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირზე იმყოფებოდა, სადაც საბერძნეთთან და ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო მასპინძლებს 64:61 სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე კი თურქეთმა C ჯგუფში ხორვატია და საბერძნეთი დაამარცხა, გერმანიასთან კი უმოტივაციო მატჩი წააგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, C ჯგუფის პირველადგილოსანი თურქეთი D ჯგუფში მე-4 ადგილზე გასულ საქართველოს შეხვდება. ამ ჯგუფებს შორის საპლეიოფო წყვილები სრულად ასე გამოიყურება:

საფრანგეთი (D1) – გერმანია (C4)
ხორვატია (D2) – იტალია (C3)
ესტონეთი (C2) – საბერძნეთი (D3)
თურქეთი (C1) – საქართველო (D4)

მივუბრუუნდეთ იტალია – საქართველოს მატჩს და აღვნიშნოთ, რომ ჩვენიანთაგან ვლადიმერ თავაქარაშვილი და ალექსი მერკვილაძე გამოირჩნენ. თავაქარაშვილმა 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მერკვილაძემ 14 ქულას 6 მოხსნა მოაყოლა. ნიკოლოზ კიშკომ 8, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და დავით აბულაძემ 7-7 ქულა მიითვალეს.

13 აგვისტოს ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე დასვენების დღეა. საქართველოსა და თურქეთის მერვედფინალური მატჩი კი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

altსაქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 52 ქულით დამარცხდა!..

altსაქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთთან 66:76 დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მწვრთნელის გარეშე ამ ანგარიშით წაგებას ვერ მოახერხებდნენ....ვიღაცას ამაში ხელფასს უხდიან.
zura
13 აგვისტო 2018 18:34
0
სრული კატასტროპა 3­ვე ასაკობრივ ნაკრებში, სანამ კაზანჯიან ჩერქეზიშვილებს არ მოაშორებენ სრული ფიასკო იქნება ქართულ კალათბურთში!!! შარშან (სომხებთან!!!!! წაგების!!!!!) მერე ეს ხალხი როგორ უნდა დატოვო კალათბურთში
Donnie Brasco
13 აგვისტო 2018 11:26
0
სომეხი კალათბურთელი მე არ გამიგონია, ერთი გვარიც არ მხსოვს! საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი სომეხი რატომაა?! აქვე განვმრტავ, იმ პატიოსან კაცს კაზანჯიანს პირადა არაფერს ვერჩი, არც სომხებს, მაგრამ სომეხი კალათბურთის მწვრთნელი საქართველოში ეს უკვე მეტისმეტია!
aburjga
13 აგვისტო 2018 12:07
2
Dasamarda boisebis xelshi qartuli kalatburti.ni
Bajo
13 აგვისტო 2018 10:58
0
ბრააავო!ბრავო ფედერაცია!აი ასე უნდა მუშაობა!ყველგან,ყველასთან,ყოველთვის,ყველა სქესში,ყველა ასაკში, გარანტირებული გვაქვს დამარცხება.აშკარად სწორი გეზი გვაქვს აღებული.ცოტაც და სულ მთლად ფსკერს მივაღწევთ.ასე განაგრძეთ.
სოსო
13 აგვისტო 2018 10:20
0
ფედერაცია სად ბანაობს,ან არ ხსნიან ამ მწვრთნელებს, რომლებიც მე- 3-4 პერიოდებს აგებენ და შესაბამისად თამაშებს და ეს ყველა ასაკობრივს ეხება, ან არ გვყავს უკეთესები და უკან მიაქანებენ ქართულ კალათბურთს. მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები. რისი ფედერაცია ხართ , რას აკეთებთ , მენეჯმენტი და კალათბურთი თუ არ გესმით დაუთმეთ სხვას ასპარეზი....
სოსო
13 აგვისტო 2018 09:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული