საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დაქვეითდა

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი სერბეთიდან: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგო და ნაცვლად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისა, მომავალ წელს ერთი საფეხურით დაბლა მყოფ B დივიზიონში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდი შეიკრიბა ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენად, ხოლო ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონში ქვეითდებოდა. საქართველოს ნაკრებმა 13-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო მატჩში მონტენეგროსთან 81:83 წააგო და ტურნირს ან მე-15 ადგილზე დაასრულებს ან - მე-16-ეზე.

არადა, საქართველოს ნაკრებს მოსაგები ჰქონდა. ჩვენმა გუნდმა მონტენეგროელებს თამაში
ბოლო წუთებზე შემოუტრიალა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბალკანელები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მათე კაპანაძის ჩაჭრებმა და ზუსტმა გარღვევებმა, ჩვენი ბიჭების გუნდურმა თამაშმა ჩამორჩნა 2 წუთში გააბათილა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს (73:73), რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაზე გაგრძელდა. ჩააგდებდნენ მონტენეგროელები, შედეგიანადვე პასუხობდნენ ქართველები, რამდენჯერმეც გაცუდებული შეტევები ერთმანეთს მიჰყვა.

ბოლო წუთზე მონტენეგრო ორჯერ დაწინაურდა 2 ქულით და ჩვენებმა ორჯერვე გაუთანაბრეს. ბოლო გათანაბრებისას საფინალო სირენამდე 23 წამი რჩებოდა. მონტენეგროელებმა ბურთი გაათამაშეს და დარულებამდე 5 წამით ადრე შეუტიეს, მაგრამ არაზუსტად, თუმცა აქ მოხდა საკვანძო მომენტი – ბურთი ბალკანელებმა ფიოდრ ჟუგიჩმა მოხსნა და მყისვე შედეგიანად დაამატა – 83:81. ქართველებს 2.8 წამი დარჩათ, თუმცა ზურა ვაშაკიძის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა, ბურთი ალექსანდრე მერკვილაძემ მოხსნა, დაამატა, მაგრამ არაზუსტად და შეხვედრაც დასრულდა.

ხვალ, 18 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარებს ბოლოსწინა ადგილისთვის. მე-15 ადგილისთვის საქართველოს ჰოლანდია დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

altU16. ევროპის ჩემპიონატი: საქართველომ ისევ წააგო და ახლა A დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებს

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძან სუსტად წარმოაჩინეს თავი
ვალერი
18 აგვისტო 2018 21:30
0
ფედერაცია გადადგეს
Lasha
18 აგვისტო 2018 14:16
0
რა უნდა თქვას გურასპაულმა ფედერაციის წლიური ანგარიშში ჩემთვის გაუგებარია, აბსოლიტურად უარყოფითი შედეგები! ეს მარტო მაგის ბრალი არ, წინა ხელმძღვანელობიდან დაწყებული პროცესის დაგვირგვინებაა ამდენი წარუმატრბლობა. ჩემი აზრით, საწუხაროდ გურასპაულს არ აქვს იმხელა ინტელექტი რომ ქართული კალათბურთის სწორად მართვა შეეძლოს. ახალი არჩევნებია ჩასატარებელი!
პაატა
18 აგვისტო 2018 13:10
0
ქართული კალათბურთი სრულ წუმპეშია! სამივე ასაკობრივი ნაკრების ფიასკო, ეროვნულის სამარცხვინო მარცხი სერბეთთან... ფედერაციის პრეზიდენტი კი გატრუნულა, თითქოს საქმე იდეალურად მიდის. სამარცხვინოა ეს ყველაფერი!
ლექსო
18 აგვისტო 2018 11:45
0
B დივიზიონიდან ვერც ვერასდროს გადავლენ A-ში. თავი უნდა დაედოთ და ერთი თამაში ან ისრაელთან, ან მონტენეგროსთან მოეგოთ. სირცხვილი !!!
burti
18 აგვისტო 2018 11:20
0
გურასპაულმა გააკეთოს კომენტარი, რატომ დუმს?
dato
18 აგვისტო 2018 10:33
0
ფედერაცია გადადგეს, კველა ასაკობრივსჰი კატასტროფაა... დაწერე ადმინ, ჩემ კომენტარებს 2 დგეა არ წერ
soso
17 აგვისტო 2018 23:41
0
სამწუხაროდ ყველა ასაკობრივში ვაგებთ, რეალობაა რომ ფედერაცია ღირებულს ვერაფერს ქმნის, ასეთი კატასტროფა საგანგაშოა, სირაქლემას პოზა არ გამოგვადგება. იქნება ესტონეთის ფედერაციას მაინც დაუკავშირდეთ და რაღაც ვისწავლოდ , მე ვფიქრობ ჩვენზე უკეთესები არ იყვნენ და მაგრად პროგრესირებენ და ჩვენ პირიქით რეგრესი გვაქვს. ერთი არ ვიცი ფაჩულიას აკედემიიის კალათბურთელები არიან თუ არა ამ შემადგენლობაში, თუ არიან ძალიან ცუდი მაგათი იმედი მაინც მქონდა
mamuka
17 აგვისტო 2018 22:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული