კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს 34 ქულით სძლია - ასეთმა კარგმა გუნდმა პირველ ეშელონში უნდა ითამაშოს!

AutoSharing Option
16 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში კოსოვოს ნაკრები ანგარიშით 86:52 გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

თავიდანვე ნათელი შეიქნა ქართველების უფრო მაღალი კლასი და 10 ქულით წინ გაიჭრნენ, თუმცა მეორე მეოთხედში ერთი პირობა მეტოქემ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. ეგ იყო და ეგ, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა დაიბრუნა და პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ 34-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე პირველ ტურში ჰოლანდია (85:73), მეორეში სომხეთი (98:46), ხოლო მესამეში
შვედეთი (73:64) დაამარცხა.

მოკლედ, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სტარტზე ყველას დამაჯერებლად სძლია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მეორე ეშელონია, სადაც საქართველოს არც ერთ ნაკრებს ყოფნა არ ეკადრება. იმედია, ჩვენი გუნდი A დივიზიონში გადავა და იქაც წარმოაჩენს თავს.

17 ივლისს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება.