კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
17 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა პლეი-ოფში გავიდა.

პირველი სამი მეოთხედი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ მეტოქემ პრესინგის ხარჯზე მოახერხა წინ გაჭრა (სამქულიანებიც წაუვიდათ) და გამარჯვების მოპოვება.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე ჰოლანდია (85:73), სომხეთი (98:46), შვედეთი (73:64) და კოსოვო (86:52) დაამარცხა.

საბოლოოდ, ჩვენს ჯგუფში სამმა გუნდმა – ჰოლანდიამ, საქართველომ და ესტონეთმა 4 მოგების წილ 1 მარცხი დააგროვა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე - საქართველო, ხოლო მესამეზე – ესტონეთი. მეოთხედფინალში
ჰოლანდია და საქართველო გავიდნენ.

1/4-ფინალში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ პორტუგალიას ან ბელგიას დაუპირისპირდება.