U20. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფარიც წააგო და შედეგად - თამაშიც

AutoSharing Option
19 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ პორტუგალიასთან 85:96 დამარცხდა და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 10 ქულით დაწინაურდნენ (19:9), მაგრამ შემდეგ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მასპინძლებს სავსე დარბაზში გულმხურვალედ ქომაგობდნენ და მათი ტანმაღალი ცენტრი ნეიმიას კუეტა (იუტას უნივერსიტეტი) ფარქვეშ ბატონობდა, რაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა პერიმეტრიდან სროლებზე გადაიტანა აქცენტი, რაც ურიგოდ არ გამოსდიოდათ. პირველი ტაიმი პორტუგალიამ 45:43 მოიგო.

მესამე პერიოდში მოწინააღმდეგემ კარგი დაცვის და
რამდენიმე ზუსტი სამქულიანის ხარჯზე შეძლო გაქცევა, 9 ქულით წინ გაიჭრა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

რატი ანდრონიკაშვილმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 14-14 ქულა ზურაბ ჟღენტმა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ჩააგდეს, 11 ლუკა მაზიაშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 41-იანი კოეფიციენტით კუეტა გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა 14 მოხსნა და 6 ზუსტი პასია.

ახლა საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ასაკობრივ გუნდში ტანმაღალი მოთამაშეების არყოლაა - ჩვენი გუნდის ყველაზე მაღალი კალათბურთელი 204 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
უკვე მერამდენე წელია, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ ჩვენი ასაკობრივი გუნდები. ტურნირის წინ ჟურნალისტებიც ატეხენ ერთ ამბავს - ეს რა ნიჭიერი თაობა მოდისო, B დივიზიონში ამათ რა უნდათო... ფინალი კი ძირითადად ერთი და იგივეა - ჩვენი გუნდები ნახევარფინალსაც ვერ აღწევენ! მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ფედერაციის ხელმძღვანელობის უნიათობა და არაპროფესიონალიზმია!
გულშემატკივარი
20 ივლისი 2019 10:33
1
ჩემპიონატამდე მივმართავდი ბ-ნ პაატას, ნაკრების კანდიდატთა ნებისმიერ მშობალთან გაისაუბრე თქო. ყველა მოთამაშისGან ფულს იღებდა ეს ჩვენი ბალკანელი მწვრთნელი, ბოდიში, კი არ იღებდა, მოითხოვდა. და ძალიან კარგი ბიჭი, თან ძალიან ძალიან მაღალი, იმის გამო რომ მშობლებს არ ქონდათ ფული, - განაცხადიდან ამოაგდო! გვარი არ მახსოვს, მაგრამ ნუგზარ ჭეიშვილის მოწაფე რომ არის, ნამდვილად ვიცი. შეეკითხე მას, ან მის მშობლებს. სანამ ეს უბედურება არ დამთავრდება საქართველოში, არცერთ გუნდურ სახეობას არ ეშველება, მათ შორის კალათბურთსაც.
alexandre
20 ივლისი 2019 10:32
4
პასუხისმგებლობა არარსებობს ქვეყნის და ხალხის წინაშე კიდიათ შედეგი და მიტოა ასე რო ხდება.სახელმწიფო უნდა თხოვდეთ ფედერაციებს შედეგს მარა ეტყობა იმათაც კიდიათ ზოგადად წაგებულის მენტალიტეტით იზრდებიან და ეგრე ამთავრებენ კიდეც.
zaza
20 ივლისი 2019 10:10
0
მე თითქმის მთლიანად ვუყურე, არ უთამაშიათ ჩვენებს ცუდად ნამდვილად, არც მონდომება აკლდათ და არც შიშით თამაშობდნენ, 2-3 კაცი ეროვნულისთვისაც გამოდგება მალე თუ განვითარება გააგრძელეს. იმათი ცენტრის შეჩერება გვიჭირდა, ძალიან მაღალი იყო და სამიანებიც წაუვიდათ ბოლოში ჩვენზე უკეთ. ყველაერი კარგად იქნება, მთავარია ვინც გვყავს გადამწყვეტ მატჩებში მაინც გამოუშვან ეროვნულში.
zura70
20 ივლისი 2019 10:05
6
სამწუხაროა რაც მოხდა . უბრალოდ , ძნელია ჯერ იმის ახსნა , თუ რატომ დავთმეთ ესტონეტთან თამაში , სხას ვერფერს დავარქმევ და გავედით მასპინძელ პორტუგალიაზე . ხოლო მთავარი , რაც ყველაზე დიდი პრობლემაა , სისწრაფე და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაა . ტაქტიკურად არარიან განსწავლული , დისწიპლინაშიც მოიკოჭლებენ , ბევრად გამართულად ვითამაშეთ ჰოლანდიასთანაც და შვედეთანაც , იგივე იმ ჰოლანდიამ გაანადგურა ესტონეთი . მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება , რაც ბავშვთა კალათბურთში ხდება .
ATP 16
20 ივლისი 2019 09:53
0
პირველი მერცხალი და ინგლისელებთან თამაში გამახსენდა :)
izi
20 ივლისი 2019 09:36
2
ვინმემ ამიხსენით,მამუკელაშვილი რატომ არ თამაშობდა
ნანა
20 ივლისი 2019 09:34
1
მე მგონი როგორც იქნა ეღირსა ახალგაზრდულ ნაკრებს კარგი მწვრთნელი. ეს გამოჩნდა ჰოლანდიასთანაც.
ყველაფერი ყოველთვის არ გამოვა და ვფიქრობ ეს შედეგში მოთამაშეების არაპროფესიონალიზმმა განაპირობა და არა მწვრთნელმა. თითქმის ყველა თამაშს ვუყურე და ყველგან ერთი და იგივე შეცდომები, უზუსტობები, უყურადრებობები და ეს იწვევს საბოლოო შედეგს.
თუმცა გასულ წლებთან შედარებით პროგრესი გვაქვს.
გუნდმა ვერ გათვალა რომ, ჯობდა შვედეთტან წაეგოთ და ესტონეთთან მოეგოთ ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე გავდიოდით.
ვფიქრობ მთავარი შეცდომა სწორედ ესტონეთთან ძალით წაგებული თამაში იყო. მთელი თამაში თუ არ ვიგებდით ქულა-ქულაში მიდიოდა და იქ უნდა დაგვედო ყველაფერი მოგებისათვის და არა ასე პრაგმატულად ოღონდ 19 ქულით არ წავაგოთ თამაში.
მაინც კარგი გუნდია ამ გუნდს დაუმატე 19-წლის ბითაძე და სულ სხვა შედეგი გექნებოდა რომ მოგვენდომებინა.ანუ იმის თქმა მინდა რომ 20წლამდელებში მთლიანობაში კარგი დონის გუნდია.
oto
20 ივლისი 2019 09:09
8
დამარცხება მტკივნეულია ყოველთვის,მაგრამ მას მუდამ გააჩნია რეალური მიზეზი.ქართულმა სპორტმა რეალური წინსვლა და პროფესიონალური მიდგომებით ხელმძღვანელობა არცთუ დიდი ხნის წინ დაიწყო და ორიოდ წელიწადში ბრწყინვალე გამარჯვებების მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელია.მთავარია წინსვლა,რომელიც აშკარად გვაქვს.შარშან ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრებისგან ლამის ინფარქტები ,,ავიკიდეთ",მაგრამ შარშანდელთან შედარებით 20 წლოვანთა ნაკრები ისე გაზრდილა,რომ ვერცკი ვიცანი.ისინი უკვე თამაშობენ კალათბურთს.მწვრთნელის ხელიც დაეტყოთ და ნახავთ-შედეგებიც მალე მოვა.ბიჭებს ნუ დავემდურებით-მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ.ამ ეტაპზე სურათი ასეთია და წისვლა უნდა გავაგრძელოთ;თუ პორტუგალიის მაგალითზე ვიმსჯელებთ-დიდი წისვლა განუცდიათ;ეს ფაქტიც ადასტურებს ,რომ განვითარების თანდათანობითი პროცესი არ უნდა შევაფერხოთ.გასათვალისწინებელია ისიც,რომ პორტუგალიელები კალათბურთში ჩვენზე მეტ ფულს დებენ.ამ საკითხშიც უნდა მივბაძოთ და გამარჯვებებიც მოვა.დღეს ვხედავთ:თაობა მოდის და ის დიდ კალათბურთს ითამაშებს.
გიორგი ჯანიკაშვილი
20 ივლისი 2019 09:06
6
ამ გუნდს ნართლა დაეტყო მწვრთნელის ხელი.დაცვა უკვე რაღაცას ჰგავს,მაგრამ შეტევის ორგანიზებაში,ჯერ კიდევ ზღვა სამუშაოა.ინტერნეტში ვცდილობდი ამ ნაკრების თამაშებისათვის თვალი მედევნებინა და ყოველთვის საზიზღარ სურათს ვხედავდი.მწვრთნელის მუშაობა,არსად არ ეტყობოდათ.საერთოდ არაფერი იცოდნენ ბიჭებმა და მწვრთნელები,მხოლოდ მთელი დარბაზის და ინტერნეტ აუდიტორიის წინაშე,თავაწყვეტილი დედის გინებით ერჩეოდნენ უბრალო მაყურებლებს.ახლა გუნფი უკვე გუნდს ჰგავს,მაგრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ახერხებენ მათი თამაშის სქემის დარღვევას.კოლექტიური თამაშის გარეშე კი წაგებისათვის ვართ განწირულები.არავინ გვყავს ისეთი,ვისაც ერთპიროვნულად შეუძლია მატჩში გარდატეხის შეტანა.
სოსო
20 ივლისი 2019 21:33
0
taoba modiso ariqa movigeto gaidzaxoda zogi. tapba sulaa ,magram scori agzrda da mati profebad chamoyalibeba araa samcuxarod.gaskda guli dardit,megona movigebdit mainc
Kemba
20 ივლისი 2019 03:37
1

სიახლეები პოპულარული