U18. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
28 ივლისს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 79:87 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა წინა ტურში ტრავმირებული ტანმაღალი ცენტრის, საბა გიგიბერიას გარეშე ითამაშა, მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო და საფინალო სასტვენამდე 2:32 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ უკეთ ითამაშა და გაიმარჯვა.

ჩვენს გუნდს 20 ქულა ლაშა მიქელაძემ შესძინა, 19 - რატი ანდრონიკაშვილმა, 11 - ანზორ ნადირაძემ, 10 - ვლადიმერ თავაქარაშვილმა, 8 კი - ირაკლი კილაძემ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 42-იანი მარგი
ქმედების კოეფიციენტით მეტოქე გუნდის კალათბურთელი ანდრეი იაკიმოვსკი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში სლოვაკეთი (80:45), ხოლო მეორე ტურში დანია (85:40) დაამარცხა.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის.

30 ივლისს, მეოთხე ტურში ჩვენი გუნდი უკრაინას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ კიკინებიანი ბავშვის დანახვამ ძალიან დამწყვიტა გული. რაღა ვთქვა, მაგრამ მე მინდა რომ ესენი ყოველთვის, ყველასთან დამარცხდნენ!
aburjga
29 ივლისი 2019 20:12
1
Kemba - ქვეყანა მაკდედონია რამდენიმე თვეა აღარ არსებობს მაგ სახელით. დაერქვა ჩრდილოეთ მაკედონია საბერძნეთის მოთხოვნით რადგანაც საბერძნეთში არის მხარე მაკედონია.

რაც შეეხება თამაშს: რა უბედურებაა 22-24 წამი თითქმის ყველა შეტევის დასასრულებლად? თან მერე ფორსმაჟორში უწევთ შეტევა. ამ გუნდს საერთოდ არ ეტყობა თუ ყავს მწვრთნელი. იმედია მომდევნო თამაშებში გამოსწორდებიან
ზვიადი
29 ივლისი 2019 10:20
1
ვა ეგ არ ვიცოდი. ავტორს ბოდიშს ვუხდი მაშინ. მადლობა შენ.
Kemba
29 ივლისი 2019 13:50
0
რა სახელმწიფო დოტაცია რის სოციალიზმი გაქანებული ველური კაპიტალიზმია ქვეყანაში თუ ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები და ფინანსები გინდოდა რას ანგრევდი იმ სისტემას შე დალოცვილო სპორტიც მაღალ დონეზე იყო და ეკონომიკაც.დდ დაანგრიე ეკონომიკა გაანადგურე საშუალო ფენა და ეხლა საზელმწიფო დოტაციაო. თურმე რაც სახელმწიფო მოხეელეები ხარჯავენ თავის თავზე იმით აყვავდება სპორტიი ევროპაში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ტოლა თანხას მარტო რეალი და მანჩესტერი აყომარებენ და საერთოდაც სუფთა კაპიტალისტური მიდგომა ეკონომიკაში არცერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში აღარ დარჩა ანუ შერეული სისტემა ამოქმედდა რადგან სუფთა კაპიტალისტურმა მიდგომენმა თავის დრო მოჭამა იგივე გერმანიაში სახელმწიფომ სუფთა სოციალისტური ქვეყნების მიდგომა გამოიყენა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედების დროს სრულად აიღო რა ხარჯები თავის თავსზე მუნიციპალურ დონეზე..ჯერ უნდა თქვა რა გინდა ფსევდო ლიბერალიზმი და დემაგოგიამდე აყვანილი ველური კაპიტალიზმი თუ ის საითკენაც წავიდა ევროპა ანუ კერძო საკუთრება პლიუს ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები თავისი ფინანსებით ქონებით და წარმოებით.თორე ხელისუფალი თუ არ დაჯდება ჯიპზე სახელმწიფოს ხარჯზე სიტყვაზე მაგით ჩვენ კალათბურთს და ზოგადად სპორტს რათქმაუნდა ვერ ავაღორძინებთ.ეგ ზღაპარია.
zaza
29 ივლისი 2019 09:05
2
იმას რასაც აკეთებს ცივილიზებური სამყარო , საზომად არ გამოდგება საქართველოსთვის , რადგან აქ ველური კაპიტალიზმი კი არა , კანიბალიზმი მოქმედებს . რაც , შეეხება შერეულ მოდელს , რომელ მოდელე მელაპარაკებით , როცა კერძო კლუბებშიც კი პროტექციონიზმი და ნაცნობ-მეგობრობით წყდება ბავშვების ფანვითარება და სათამაშო დრო . ყველაზე მეტად ეგ ანგრევს ამ ქვეყანას ყველა დონეზე , მათ შორის სპორტსაც . ხოდა ეხლა კუნდათ ველური კაპიტალიზმი ინატრეთ , გინდათ სოციალუზმი და გინდათ კიდევ შვედურ-ნორვეგიული მოდელი , აქ ყველაფერი მაინც კანიბალიზმამდე მივა , რადგან ყველაზე მეტად , ერთმანეთის ჭამა გვიხარია .
ATP 16
29 ივლისი 2019 09:55
0
ეს კიკინებიანი ბიჭი რა გვარს ატარებს?
ნატო
29 ივლისი 2019 00:56
2
კიკინებიანი ქართველი კალათბურთელი? ვინ იცის იქნებ კიკინებზე მეტი დრო ვარჯიშს, რომ დაუთმოს უკეთესიც იყოს?
გიზოგ
29 ივლისი 2019 09:45
0
როგორც გინდათ ისე გაიგეთ და ჩამქოლეთ .... მაგრამ.... მე მომხრე ვარ, რომ ფერადკიკინებიანმა "კაცებმა" არც ერთი თამაში არ მოიგონ არც ერთ სპორტის სახეობაში!!!
SL
29 ივლისი 2019 00:26
8
ხოდა უქომაგე ირანს ან საუდის არაბეთს. ჩვენ ვუქომაგებთ საქართველოს
Niko
29 ივლისი 2019 04:15
3
კალათბურთის განვითარება თუ გინდათ , ამას ჭირდება სახელმწიფო დოტაცია და არ დაიწყოთ ეხლა რაღა დროს ეგ არისო . ნუ უყურებთ იმ ევროპას , რადგან არსად ევროპაში , ბავშვს არ უჭირს ბოტასებისა და ბურთების ყიდვა . არმდენ მილიონებს მარტო სამთავრობო ვტომობილბის მომსახურებაში რომ ხარჯავთ , გახსენით უფასო სექციები , ჩამოიყვანეთ უცხოელი მწვრთნელები და შეარჩიეთ ნიჭიერი ბავშვები საქართველოს მაშტაბით , გახსენით დახურული სკოლა-ლიცეუმი და ნახავთ შედეგი თუ არ მოვა . და კიდევ სწრაფად თამაშის გარეშე , წარმოუდგენელია თამაშის მოგება . სამიანებს რაც შეეხება , ამ გუნდში სამიანის სროლა ბევრმა იცის , მაგრამ კომბინაცია თუ არ დაატრიალე და სამიანზე არ გაიტანე ბურთი , მოწინააღმდეგის ხელიდან , ყველა ბურთს ვერ ჩააგდებ . ამას კი სწაფი თამაში ჭირდება . წარმატებები , იმედია დასკვნებს გამოიტანთ და უკრაინასთან მოიგებთ .
ATP 16
28 ივლისი 2019 23:56
1
და ამ სპორტს თუ ყავს ფედერაცია და თუ ყავს რაში ჭირდება? კატასტროფაა ყველა ასაკობრივში.
გოგა
28 ივლისი 2019 22:19
2
იმდენი აქო ობოლაძემ ესენი შანსი არიყო როარ წაეგოთ.დდ რა თაობა რის თაობა ბ დივიზიონში ვღაფავთ სულს ყველა ასაკობრივში.
zaza
28 ივლისი 2019 22:18
0
სწავლება, სწავლებაა და მერე ვარჯიში უნდა.
dsfaf
28 ივლისი 2019 22:14
0
კარგი ბიჭია ეს ანდრონიკაშვილი, მაგრამ მთელი გუნდის ერთ კაცზე აწყობა რამდენად გამართლებულია არ ვიცი, ესე იყო 20 წლიანებშიც. ეს სამქულიანები კი რა აქილევსის ქუსლია ზოგადად ჩვენთვის კიდევ სხვა თემაა, მარტო შესვლებით ვინღა თამაშობს. დააყენე და ასროლინე ყველას ას ასჯერ ეს სამქულიანი, იქნება რამე ისწავლონ.
mamuka
28 ივლისი 2019 22:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული