U18. საქართველოს ნაკრები 1/4-ფინალში პოლონეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში დასრულდა A ჯგუფის მატჩები და გაირკვა საქართველოს ნაკრების სამეოთხედფინალო მეტოქე. ეს გახლავთ პოლონეთის ნაკრები, რომელმაც A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და დებულების შესაბამისად, B ჯგუფის მეორეადგილოსან საქართველოს მეოთხედფინალში შეუწყვილდა.

პოლონეთმა ჯგუფის ერთადერთი შეხვედრა დღეს, ესტონეთთან წააგო, თუმცა ჯგუფში პირველ ადგილზე მაინც გავიდა. სამმა გუნდმა – პოლონეთმა, ესტონეთმა და ბელგიამ, თანაბარი ქულები დააგროვა, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, პირველ და მეორე ადგილებზე პოლონეთი და ესტონეთი გავიდნენ.

პოლონეთი ტურნირის ყველაზე ტანმაღალი გუნდია. სლავებს შემადგენლობაში ჰყავთ ორი 210-სანტიმეტრიანი, ასევე, 208
და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშეები.

ასე და ამგვარად, საქართველო და პოლონეთი ერთმანეთს მეოთხედფინალში 2 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე შეხვდებიან.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული