კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U18. 20-წლამდელების დარად 18-წლამდელებიც ევროპირველობის მეოთხედფინალში დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 აგვისტოს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 44:67(!) დამარცხდა.

ამ შეხვედრის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენს კალათბურთელებს უფრო მეტოქის ტანმაღალ ცენტრებთან გაუჭირდებოდათ ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენი გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ამაზე ანგარიში და სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს: ბურთის მარტივ სიტუაციებში გაუთავებლად დაკარგვა, გაცუდებული სამქულიანების პროცენტული მაჩვენებელი, არაორგანიზებული, სწორხაზოვანი თამაში და ა.შ.

არადა, თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 29:26 მოიგო, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მხოლოდ 15 ქულა ჩააგდო და დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულით, 6 მოხსნით და 2
შედეგიანი გადაცემით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელსაც თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

სამწუხაროდ, 18-წლამდელები 20-წლამდელების დარად 1/4 ფინალში დამარცხდნენ და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგეს, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების და საერთოდ, ბავშვთა კალათბურთის პრობლემებზე მეტყველებს.
ასევე დაგაინტერესებთ