U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებლად გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისთვის. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა ნაკრებმა ტურნირის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა და 30 ქულის სხვაობით დათმო. ჰოლანდიასთან 7 ქულით წაგებული მატჩის შემდეგ ეს გახლდათ ჩვენი ნაკრების მეორე წარუმატებელი შეხვედრა, რის შემდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეგვიმცირდა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ბოლო პერიოდი ჩააგდო და ამის გამო წააგო დიდი სხვაობით. მანამდე კი, მესამე პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენა 7-ამდე შეამცირა და იმედი იყო, რომ შეხვედრის მოსაგებადაც გაიწევდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული ირლანდიელებმა ზემძლავრად
ჩაატარეს და მისი 30:9 მოგებით დიდსხვაობიანი გამარჯვება გაიფორმეს – 88:58.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო იყო გიორგი მახნიაშვილი. 12 ქულა როლანდ დევიძემ, ხოლო 11 – ლუკა ვალიამა მოაგროვეს. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე კვიპროსი იქნება, რომელსაც ჩვენს დარად 2-დან 2 წაგება აქვს. მატჩი თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
უცხორლი სპეციალისტებოა საჭირო და თანაც ძალიან კარგები. ქარგვრლებს კი სწავლა და სწავლა . ჯუკუმბოვი რომ ვერაფერს იზამს (მითუმეტეს გუშინ მწვრთნელობა დაწყებული როგავა მწვრთნელობაში)და ბევრი სწავლა,პრაქტიკა, მაღალ კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებთან მუშაობა ესაჭიროება მაგას რად უნდა ბევრი საუბარი და ფიქრი.
Degraf
10 აგვისტო 2019 19:12
1
es incha ra enaze metyveleb genacvale? cavatanem
Komba
11 აგვისტო 2019 02:30
0
სრული ფიასკოო . ძალიან მაინტერესებს , რით შეუძლია ფედერაციას იმის ახსნა , თუ რატომ გაუშვეს მამუკა ტურაშვილი ნაკრებიდან და გუნდი ჩააბარეს მწვრთნელებს , რომელთაც არც გამოცდილება აქვთ და თვითონაც არაფერი უთამაშიათ . მარტო სემინარები არ იძლევა კვალიფიკაციას . ტურაშვილი კი სავარადოდ მის პრინციპულობას შეეწირა . სამწუხარო ის არის , რომ საშველიც არ ჩანს . ბოლოს დიდი ზარ-ზეიმით გახსნილ ერთ-ერთ მოედანზე , ბეტონის საფარის მაგივრად , რომ , სპეციალური პლასტიკატი დაგეგოთ , უფრო სწორი იქნებოდა . ვინ-ვინ ა თქვენ კი უნდა იცოდეთ , რომ ბეტონზე თამაში არ შეიძლება , მაგრამ ყველანი ფარისევლები ხართ და მარტო საკუთარ ჯიბეზე ზრუნავთ . ეს არის მწარე სიმართლე და ამას პიარით ვერ გადაფარავთ .
ATP 16
10 აგვისტო 2019 12:29
1
ძალიან გთხოვთ ვინმემ ამიხსენით, საქართველოში მწვრთვნელების დეფიციტია თუ რა ხდება. 16 წლიანთა მწვრთნელები და 18 წლიანთა მწვრთნელები ერთი და იგივე ხალხი რატომ არის?
ქომაგი
10 აგვისტო 2019 09:20
1
კორუციაა გაბატოებული,ნეხვსჰივარტ
bajo
10 აგვისტო 2019 20:55
0
deficiti?saertod araaa mcvrtnelebi ra deficiti!!!ucxoelebia chamosayvani da manam egeni imushaveben kartveli mcvrtnelebia mosamzadebeli magal donis specialistebtan
Dukato
10 აგვისტო 2019 19:07
0
ამ ასაკში ბოლო პერიოდში 30 ქულის გაშვება და მხოლოდ 9-ის ჩაგდება,დამარცხებას კი არა,ბრძოლის შეწყვეტას ნიშნავს და ჩვენი საერთო ნიშანი ხდება.ასე გაზრდილი სპორტსმენი,ვეღარასოდეს გახდება ჩემპიონი,რადგან ჩემპიონობას,სულ სხვანაირი ხასიათი სჭირდება.ნებისყოფისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დიდ სპორტში მოსვლას, აზრი არა აქვს.საბჭოთა კავშირის პერიოდში,ქართველი სპორტსმენები ძალიან ხშირად იყვნენ გუნდის კაპიტნები სწორედ დაუცხრომელი ბრძოლის ჟინისა და უნარის გამო.ისინი ყოველთვის ლიდერები იყვნენ თავისი ხასიათით,ახლა კი ეს, თანდათან უკვალოდ იკარგება.ადრე თუ იყო პრინციპი,ან ყველაფერი,ან არაფერი,ახლა მოვიდა რა მოხდა,საპრიზო ადგილიც კარგია,ხუთეულიც დიდებულია.ამას წინათ ერთ ქართველ სპორტსმენზე იყო სტატია,სადაც ის ჰყვება,რომ ფინალის წინ,ისეთი მძინე ტრავმა მიიღო,რომ ექიმებმა ურჩიეს,არ გასულიყო ფინალში.ის ალბათ ასეც მოიქცეოდა,მაგრამ მეორე ქართველმა უთხრა,საქართველოში რომ ჩახვალ,შენი მეორე ადგილი ვის რად უნდაო?მართლაც ასე იყო,მეორე ადგილს არავინ თვლიდა წარმატებად.ჰოდა ისიც გავიდა,ძალიან გაუჭირდა,მაგრამ გატეხილი ნეკნით,მაინც გაიმარჯვა.ბრძოლა ბოლომდე,არა მაინც და მაინც გამარჯვებისათვის,არამედ სახელისათვის.ეს იყო ქართველის კრედო და ასე გამოიარა საუკუნეები."ბუნებაი ქართველთა,წინმებრძოლობა არს".სიკვდილის საფრთხე იქ გაცილებით მეტი იყო,მაგრამ სხვას თავისზე წინ არ უშვებდა.ახლა რა გვემართება?გაიფაფხურებენ რაღაცას და წყვეტენ ბრძოლას,უამბიციოდ,უნებისყოფოდ,უთავმოყვარეოდ..ამ დილას ლივერპული ნორვიჩის მატჩის ფრაგმენტები ვნახე.ლივერპულმა პირველ ტაიმშივე დაწინაურდა და ანგარიში 4-0-მდე გაზარდა,მაგრამ ნორვიჩს ერთი წამით არ შეუწყვეტია ბრძოლა და უამრავი მომენტიც შექმნა.კი წააგო,4-1,მაგრამ ხვალ მის საყურებლად აუცილებლად მივა მაყურებელი,ჩვენი ცარიელი ტრიბუნებისაგან განსხვავებით
სოსო
10 აგვისტო 2019 08:40
0
20 წლამდელებშI კაპიტანი " გირჩის" წევრია. ან Mოწევა ევასება ან დეზერტირია. ან ორივე ერთად. იმიტომაც იცავენ Mაგრად ქვეყნის ღირსებას.
S
10 აგვისტო 2019 16:38
0
მე გეტყვით სად არის ხასიათი ! არცერთ ასაკობრივ გუნდებში , სადაც მასეთი ბიჭები თამაშობენ , არსად არცერთი კაპიტანი არ არის და იცით რატომ ? იმიტომ რომ გუნდები შიგნიდან ინტრიგებით იმართება , მწვრთნელების " ლუბიმჩიკებით " , წონიანი მამიკოს შვილებით და სწორეთ ამიტომაც გვაქვს მაგარი შედეგები . იარეთ საქართველოს ჩემპიონატებზე და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ჩემს სიმართლში . იმიტომ , რომ მწვრთნელთა უმეტესობას , კომპლექსები აწუხებს , რადგან უმეტესობა , არ შემდგარი კალათბურთელია და ჭირის დღესავით ვერ იტანს ნიჭიერ და მებრძოლ ბავშვებს . გგონიათ , ზღაპრებს ვყვები ? პირადიე მაგალითი მაქვს რამდენიმე და მაგიტომ ვამბობ . სანამ , მწვრთნელები არ გვეყოლება ისეთი , რომლებსაც ბავშვები უყვართ და დღე და ღამე მათ განვითარებაზე არ ფიქრობენ , მანამდე არაფერი არ გვეშველება .
ATP 16
10 აგვისტო 2019 13:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული