კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელარუსთანაც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს მე-19 ან მე-20 ადგილზე დაასრულებს.

დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი საკვალიფიკაციო მატჩი ბელარუსთან გამართა, რომელიც 61:68 დათმო და მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.

პარალელურ საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსმა სლოვაკეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს მე-19 ადგილისთვის მატჩში სლოვაკები შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ბელარუსებს პირველი პერიოდი 22:10 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 13 ქულით ლიდერობდა. მესამე ათწუთეულში ბელარუსებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და ბოლო პერიოდში ქართველებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. დასკვნითი
პერიოდის 22:8 მოგებით ბელარუსებმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა სანდრო კასაბურს, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. ლუკა ავალიანმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

საქართველოსა და სლოვაკეთის მატჩი მე-19 ადგილისთვის 17 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით