კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ ტურში გაიმარჯვა

AutoSharing Option
თბილისში სტარტი აიღო 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში ავსტრია 81:65 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი სალარიძე იყო.

მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 17 ივლისს, მეორე ტურში შვედეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიას 92:90 სძლია. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.