საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა და პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ავსტრიას შეხვდა და თამაში 97:70 (სტატისტიკა) დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 წაგება მოუგროვდა და პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

ავსტრიასთან მატჩში 17 ქულით საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე. 15 ქულა მიითვალა ნიკოლოზ აბულაძემ ხოლო 14 გურამ ცხაკაძის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს და მათგან 3 საუკეთესო A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს 16
წლამდელთა გუნდი ასპარეზობას 9-22 ადგილებისთვის განაგრძობს და შემდგომ საკვალიფიკაციო თამაშს კვიპროსის წინააღმდეგ, 16 აგვისტოს 17:00 საათზე გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამივე ასაკობრივი ნაკრები ჩაფლავდა.ჯგუფიდან ვერცერთი ვერ გავიდა.პასუხს ვინ აგებს? ვერც ერთი კალათბურთელი ვერ დავინახე მომავალში ეროვნულ ნაკრებში.ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
დიმა
08:52 17-08-2022
0
საშინელებაა სუფთა საშინელება.ქართული კალათბურთი უკვე აღარ არსებობს .ვიცი შეხება მაქვს ასაკობრივების და მოზარდების აკადემიასთან და თანასწორობა ვერ დავინახე თუნდაც ვარჯიშებზე.პრივილეგიებს მეგობრების და ფულადი შვილებს აყენებენ და უპირატესობას ანიჭებენ.თანასწორობა არ არსებობს დაშედეგი სახეზეა.
ქართული კალათბურთი აღარ არსებობს.
მარაზმი
22:59 16-08-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული