საქართველოს ნაკრებმა "აკროპოლისის თასზე" სერბეთიც დაამარცხა

AutoSharing Option
24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში მიმდინარე "აკროპოლისის თასზე" მეორე შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან ჩაატარა და 68:66 გაიმარჯვა.

პირველი მეოთხედი სერბების უპირატესობით წარიმართა და მათი ხუთქულიანი უპირატესობით დასრულდა (20:15), თუმცა მეორე მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 36:36.

შესვენების შემდეგ კვლავ სერბებმა იძალეს და მეოთხედი 5-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ბოლო მეოთხედი უაღრესად დაძაბულად წარიმართა, გადამწყვეტი კი მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (65:65), დუდა სანაძის ზუსტი 3-ქულიანი აღმოჩდა, რის შემდეგაც სერბებმა
მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდეს.

ათენის დარბაზში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 21 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასით. 10 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა გუნდს დუდა სანაძე. გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია გიორგი შერმადინის ანგარიშზე, ხოლო მაიკლ დიქსონის - 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი.

დღესვე მოგვიანებით დასრულდება იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი საბერძნეთი ანგარიშით 72:71 დაამარცხა, ბოლო მატჩს კი 25 აგვისტოს იტალიასთან ჩაატარებს.

 

მკითხველის კომენტარები / 34 /
ფაჩულიას მე მგონი ეწყინა თასი რო ჩამოიტანა და ცარიელი დარბაზი დახვდა მაგრამ, ეგ ორგანიზატორების დანაშაულია და არა ჩვენი (გულშემატკივრების). მე ტელევიხორში ვნახე ცერემონია და გამიკვირდა ასე ჩუმათ რატო მოაწყვესთქო , მხოლოდ მეორე დღეს ვნახე გალფის მოსაწვევები მანქანაში... ასეთი ორგანიზებით მთელი NBA რო ჩამოსულიყო მაგასაც ვერ გავიგებდით...ისე ცერემონია ისეთი იყო აი 60-იან წლებს რო მოუხდებოდა...
0
"საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა" ამ სტატიის ქვეშ გავაკეთე საქართველოს ორი ნაკრები : საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოსი.იქნებ გადახედოთ და დაწეროთ თქვენი აზრი.მადლობთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული