აკროპოლისის თასი 2017: მოგება იტალიას, თასი საქართველოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც აკროპოლისის თასზე პირველი ადგილი 2 ტურის შემდეგ განაღდებული ჰქონდა, მე-3 ტურში, იტალიასთან დამარცხდა - 65:73.

ილიას ზუროსის გუნდმა, წინა 2 შეხვედრის მსგავსად, პირველი მეოთხედი მარტივად დათმო - 17:26. ასევე ტრადიციად გვექცა მე-2 მეოთხედში თამაშის გამოსწორება, მაგრამ იტალიასთან მოგება აღარ გამოგვივიდა და 14:15 წავაგეთ.

სამაგიეროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს მე-3 მეოთხედი, რომელიც 24:17 მოვიგეთ. დასკვნით მეოთხედში კი, უფრო ძლიერი კვლავ იტალია იყო და საბოლოო ჯამში - 65:73.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებული გახდა, რაც
ძალიან დიდი მიღწევა და ევრობასკეტსის წინ კარგი განწყობის შესაქმნელად შესანიშნავი მიზეზია.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე ილიას ზუროსის გუნდმა მანამდე საბერძნეთსა (72:71) და სერბეთს (68:66) მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
დაჯილდოების ვიდეო დადეთ
სააკაძე
13:42 26-08-2017
0
იტალიასთან რო წავაგეთ,ეგეც ჩვენთვის პლიუსია...ევროზე გვაქ სათამაშო იტალიასთან ჯგუფში და იქ ხო უნდა მოვუგოთ...და ორი თამაშის ზედიზედ მოგება იტალიასთან ორ კვირაში,ძაან ძნელია☺...მადლობა ბიჭებს!...მადლობა ზუროსს!...
ქუთაისი
13:34 26-08-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული