აკროპოლისის თასი 2017: მოგება იტალიას, თასი საქართველოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც აკროპოლისის თასზე პირველი ადგილი 2 ტურის შემდეგ განაღდებული ჰქონდა, მე-3 ტურში, იტალიასთან დამარცხდა - 65:73.

ილიას ზუროსის გუნდმა, წინა 2 შეხვედრის მსგავსად, პირველი მეოთხედი მარტივად დათმო - 17:26. ასევე ტრადიციად გვექცა მე-2 მეოთხედში თამაშის გამოსწორება, მაგრამ იტალიასთან მოგება აღარ გამოგვივიდა და 14:15 წავაგეთ.

სამაგიეროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს მე-3 მეოთხედი, რომელიც 24:17 მოვიგეთ. დასკვნით მეოთხედში კი, უფრო ძლიერი კვლავ იტალია იყო და საბოლოო ჯამში - 65:73.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებული გახდა, რაც
ძალიან დიდი მიღწევა და ევრობასკეტსის წინ კარგი განწყობის შესაქმნელად შესანიშნავი მიზეზია.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე ილიას ზუროსის გუნდმა მანამდე საბერძნეთსა (72:71) და სერბეთს (68:66) მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
დაჯილდოების ვიდეო დადეთ
სააკაძე
26 აგვისტო 2017 13:42
0
იტალიასთან რო წავაგეთ,ეგეც ჩვენთვის პლიუსია...ევროზე გვაქ სათამაშო იტალიასთან ჯგუფში და იქ ხო უნდა მოვუგოთ...და ორი თამაშის ზედიზედ მოგება იტალიასთან ორ კვირაში,ძაან ძნელია☺...მადლობა ბიჭებს!...მადლობა ზუროსს!...
ქუთაისი
26 აგვისტო 2017 13:34
0
მადლობა ბიჩებს, რაც დვალიშვილია ფეხბურთში უარესია ბოისა,
პაატა
26 აგვისტო 2017 13:09
4
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ დიდი გამარჯვებას...სულ ასე წარმატებებით ევლოთ...მიხარია რომ გოგო ბითაძე ეზრდება ჩვენს კალათბურთს...მჯერავს რომ დიდი კალათბურთს ითამაშებს...ეს ჩემპიონატი მისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება....რატომ არაფერი იწერება ვილი ისიანზე...სად არის ეს Bიჭი თავის დროზე იმედისმომცემ კალათბურთელად მიიჩნეოდა..და საერთოდ ვინ გვეზრდება პერსპექტიული კალათბურთელები..ვინ ჩაანაცვლებს ოქროს თაობას..
bujanga
26 აგვისტო 2017 11:06
0
Wikipedia ზე სერბეთი წერია აკროპოლიის თასის გამარჯვებულად :((( ვისაც შეგიძლიათ შეაცვლევინეთ
ირაკლი
26 აგვისტო 2017 00:38
2
https://en.wikipedia.org/wiki/Acropolis_International_Basketball_Tournament

გამარჯვებული საქართველოა
დათო
26 აგვისტო 2017 16:22
0
მეც მეგონა რომ ბურთების სხვაობით მოიგო სერბეთმა მაგრამ ვიკიპედიაზე საქართველო წერია გამარჯვებულად
https://en.wikipedia.org/wiki/Acropolis_International_Basketball_Tournament
bujanga
26 აგვისტო 2017 11:01
0
ცულოცავ საქართველოს, ყველაზე ცუდად მგონი მაინც გამყრელიძე და ბოისა თამაშობენ.
georgia
26 აგვისტო 2017 00:21
1
გამყრელიძეს ბიძა ყავს და ძალით ტენის ნაკრებში ასეა ეს
lasha
26 აგვისტო 2017 14:08
0
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს თასის მოპოვებას.რაც შეეხება იტალიასთან წაგებას,ამ მარჩმა მე პირიქით იმედი გამიძლიერა,რეზერვის ბიჭებმადაამტკიცეს,რომ თუ სათამაშო პრქტიკა მიეცემათ,ნორმალურად თამაში შეუძლიათ იტალიის წინააღმდეგაც კი,ცუდია ის,რომ ვერ მოესწრო მათთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემა გუნდში სრულფასოვმად ჩასაჯდომად,მაგრამ დღეს მათ საკმაო დრო მიეცათ და შეეტყოთ კიდეც თამაშზე,,მთავარია თავდაჯერება ევროპაზეც შეინარჩუნონ.მანუმაც თითქმის აღიდგინა თავდაჯერება.ასე რომ წარმატებები ისრაელში,
სოსო
26 აგვისტო 2017 00:00
0
მადლობა ჩვენს ბიჭებს !!! მადლობა ჩვენს მხვრთნელს. ყველას გილოცავთ !!!
lasha19
25 აგვისტო 2017 23:22
0
ძალიან მაგარია! ვულოცავ ყველას!
ვასო
25 აგვისტო 2017 22:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული