აკროპოლისის თასი 2017: მოგება იტალიას, თასი საქართველოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც აკროპოლისის თასზე პირველი ადგილი 2 ტურის შემდეგ განაღდებული ჰქონდა, მე-3 ტურში, იტალიასთან დამარცხდა - 65:73.

ილიას ზუროსის გუნდმა, წინა 2 შეხვედრის მსგავსად, პირველი მეოთხედი მარტივად დათმო - 17:26. ასევე ტრადიციად გვექცა მე-2 მეოთხედში თამაშის გამოსწორება, მაგრამ იტალიასთან მოგება აღარ გამოგვივიდა და 14:15 წავაგეთ.

სამაგიეროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს მე-3 მეოთხედი, რომელიც 24:17 მოვიგეთ. დასკვნით მეოთხედში კი, უფრო ძლიერი კვლავ იტალია იყო და საბოლოო ჯამში - 65:73.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებული გახდა, რაც
ძალიან დიდი მიღწევა და ევრობასკეტსის წინ კარგი განწყობის შესაქმნელად შესანიშნავი მიზეზია.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე ილიას ზუროსის გუნდმა მანამდე საბერძნეთსა (72:71) და სერბეთს (68:66) მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს თასის მოპოვებას.რაც შეეხება იტალიასთან წაგებას,ამ მარჩმა მე პირიქით იმედი გამიძლიერა,რეზერვის ბიჭებმადაამტკიცეს,რომ თუ სათამაშო პრქტიკა მიეცემათ,ნორმალურად თამაში შეუძლიათ იტალიის წინააღმდეგაც კი,ცუდია ის,რომ ვერ მოესწრო მათთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემა გუნდში სრულფასოვმად ჩასაჯდომად,მაგრამ დღეს მათ საკმაო დრო მიეცათ და შეეტყოთ კიდეც თამაშზე,,მთავარია თავდაჯერება ევროპაზეც შეინარჩუნონ.მანუმაც თითქმის აღიდგინა თავდაჯერება.ასე რომ წარმატებები ისრაელში,
სოსო
00:00 26-08-2017
0
ძალიან მაგარია! ვულოცავ ყველას!
ვასო
22:46 25-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული