კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
2 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში, B ჯგუფის II ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 57:67 დამარცხდა.

- ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17).

მესამე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:14). ბოლო პერიოდის წინ გერმანელთა უპირატესობა ანგარიშში 3
ქულამდე დავიდა.

მაგრამ ბოლო ათწუთეული საქართველოს ნაკრებმა კატასტროფულად ჩაატარა, რითაც კარგად ისარგებლეს გერმანელებმა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო (14 ქულა, 8 მოხსნა), თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. 8-8 ქულა მიითვალეს მაიკლ დიქსონმა და დუდა სანაძემ, 6 ქულა და 6 მოხსნა - მანუჩარ მარკოიშვილმა. 

მატჩის გმირი კი უდაოდ დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩაგვიგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.



დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით ერთმანეთს უკრაინა-იტალია (19:30 სთ) და ისრაელი-ლიტვა (22:30) ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები კი მორიგ მატჩს უკვე 3 სექტემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.