კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

[ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან] გერმანელებმა მოგიგებთო

AutoSharing Option
ევრობასკეტის მეორე მატჩში, 2 სექტემბერს გერმანიის ნაკრებს თბილისის დროით 16:45 საათზე ვეთამაშებით. ორივე გუნდს თითო გამარჯვება აქვს. გერმანიამ უკრაინა დაამარცხა (75:63), ხოლო საქართველომ ლიტვა 79:77.

საქართველო VS გერმანია - ისეთივე შემართებით!

სტრატეგია
ძალიან მაინტერესებდა გერმანიის ნაკრების სტრატეგია, როგორღაც მოვახერხე ვარჯიშზე შეღწევა. ამ ვარჯიშიდან და უკრაინასთან მატჩიდან რამდენიმე მომენტმა მოახდინა შთაბეჭდილება:

გერმანელები ვარჯიშებზეც კი ერთმანეთს არ ინდობდნენ. წარმოიდგინეთ, მატჩისას როგორ დაიცავენ საკუთარ კალათს. დაცვა მწყობრი აქვთ. თუმცა ფარქვეშ ისეთი ტანმაღალი არავინაა, ზაზა ფაჩულიას და გიორგი შერმადინს, ვთქვათ ვალანჩუნასივით დაუდგეს.

დენის შრიოდერი გუნდში
მეფეა. ყველა მას შეჰყურებს...

ვარჯიშზე მთავარი აქცენტი სისწრაფეზე კეთდება - ალემანები თავქუდმოგლეჯილები გადადიოდნენ დაცვიდან შეტევაში...

მწვრთნელი
ცოტა გასაკვირი იყო მთავარი მწვრთნელის კრის ფლემინგის სიტყვები - საქართველოს სოსწრაფეში არ უნდა ავყვეთო. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ეს ერთგვარი ნიღაბია, რადგან პირველ რიგში, სწორედ გერმანია ეცდება თამაშის მაღალ ტემპში წარმართვას. მას ხომ დენის შრიოდერი ჰყავს, წინა ხაზშიც ტანდაბალი ფორვარდები არიან და ალბათ, მცირე დროით ვიხილავთ მოედანზე შერმადინი-ფაჩულიას დუეტს.

"ლიტვასთან მატჩმაც დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა. მას მართლაც მაღალი კლასის კალათბურთელები ჰყავს. ასეთი დონის შეჯიბრებებში კი კლასი და გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ვიცით რა გზით შეიძლება ქართველების დამარცხება და სწორედ ამ გზით წავალთ. ოღონდ, რა გზა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით, თამაშისას დაინახავთ, - განაცხადა კრის ფლემინგმა და დასძინა, რომ "ბრუკლინში" გადასვლამდე თორნიკე შენგელიას "ბროსეში" გადაყვანა სურდა".

შრიოდერი
გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შრიოდერი საუბრისას ისევე დამაჯერებელია, როგორც მოედანზე:

"ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიცია აქვს. თუმცა ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ და ისიც ვიცით, რომ ურთიერთშეხვედრა ბევრს გადაწყვეტს. უნდა გავიმარჯვოთ. თითოეულ მოგებას ოქროს ფასი აქვს. გერმანიის ნაკრებს მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ დააკმაყოფილებს, აუცილებელია მაღალი პოზიციით გავიდეთ მერვედფინალში".

სხვათა შორის, თელ-ავივში გერმანელი გულშემატკივრები ქართველებსა და ლიტველებზე ცოტანი არიან. ასე რომ, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქომაგობაში მოვუგებთ, თამაშშიც უნდა მოვუგოთ.
ასევე დაგაინტერესებთ