კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

"ბილდი": შრიოდერის გალა - წარმოდგენა საქართველოს ძლიერ გუნდთან

AutoSharing Option
საქართველოსა და გერმანიის კალათბურთელთა მატჩის მიმოხილვაში აღინიშნა, რომ მათმა ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში სძლია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის ლიტვის ნაკრების დამმარცხებელ ქართველებს და კვლავ გალა - წარმოდგენა შესთავაზა დენის შრიოდერმა.

თუმცა, გამოცემის ჟურნალისტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დენისმა უკრაინასთან შეხვედრაში 32 ქულა დააგროვა, ამჯერად კი - 23, დირკ ნოვიცკის არყოფნისას ნამდვილი ლიდერია, მას სათანადოდ აუბა მხარი გუნდისთავმა რობინ ბენცინგმა, რომელსაც გუშინ შვილი შეეძინა და ხვალ თუ ისრაელსაც მოუგეს, შეუძლიათ ფლეი-ოფში სათამაშოდ სტამბულის ბილეთები შეუკვეთონ.
ასევე დაგაინტერესებთ