ილიას ზუროსი: ეს იყო წაგების მიზეზი

AutoSharing Option
ევრობასკეტზე გერმანიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

- საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო [VIDEO]

"რამდენადაც კარგად ითამაშა გერმანიამ, იმდენად ცუდად - ჩვენ. ეს იყო წაგების მიზეზიც. ასეთი რამ კალათბურთში ხდება. ეს ის ბიჭები არიან, ლიტვასთან ძალიან კარგად რომ ითამაშეს".

ჟურნალისტების კითხვებმა მწვრთნელი მეტ-ნაკლებად აალაპარაკა:

"კალათბურთელებს მატჩის წინაც ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ჯერ მხოლოდ 1:0-ია. არ შეიძლება ასეთი დონის ტურნირის გახსნის მატჩში ისე იზეიმო, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონი გახდი.

კალათბურთელები პროფესიონალები არიან და ეს კარგად
ესმით, მაგრამ მაინც რთულია...

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კიდევ ორი მოგება გვინდა. დარჩენილია სამი მატჩი და მაქსიმალური კონცენტრირება გვჭირდება. კონცენტრირება კი დაცვიდან იწყება".

მეფარეებზე ილიას ზუროსმა ეს თქვა:

"აქცენტს ფარქვეშ თამაშზე ვაკეთებთ, რადგან ძლიერი ტანმაღალი კალათბურთელები გვყავს. როდესაც სამწამიანი ზონიდან უტევ, დიდი მნიშვნელობა აქვს მსაჯების გადაწყვეტილებებს. მათ კი ჯარიმები არ დასტვინეს.

არბიტრებზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს და მათ არაფერს ვაბრალებ, მაგრამ მათმა მოქმედებამ თამაშის ფოლოსოფია შეცვალა.

ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და განვეწყოთ უკრაინასთან მატჩისთვის. ჩვენ ხომ მომდევნო ეტაპზე გასავლელად კიდევ ორი მოგება გვჭირდება", - თქვა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზა არ არის ფორმაში
გამტამაშებლად დიქსონი ჯობია ცინცაძეს
giga
13:26 03-09-2017
0
ფაჩულია ათამაშოს უნდა მეორე ნომრად და აგერ ნახავთ დალაგდება შერმადინზე თაში, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ზაზა "მსოფლიო ჩემპიონია" და მეორე ნომრობას ვერ აიტანს, თუნდაც უვარჯიშებელი იყოს. ესაა პრობლემა, თუ რა ფორმაში შეხვდა ევროს ფაჩულია, შეხედეთ ნბა-ს სხვა მოთამაშეებს დაფრინავენ, ეს ძლივს დარბის. რა დროს ორდენების და სტარტაპებზე ლექციების ჩატარაბეის დრო იყო?! დარბაზში უნდა ყოფილიყო!!! ფაჩულია პირველ ხუთეულში არ უნდა იყოს, დააყენოს ზუროსმა შერმადინი!!!

23:
პაატა
13:10 03-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული