კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

გაირკვა გერმანია-საქართველოს მასპინძელი ქალაქი

AutoSharing Option
გერმანიის საკალათბურთო კავშირმა დაადგინა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის მასპინძელი ქალაქები - 24 ნოემბერს გერმანიის ნაკრები საქართველოს საქსონიის ქალაქ ხემნიტცში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ნაკრები ახლახან ევრობასკეტის ერთ ჯგუფში თამაშობდა - სამწუხაროდ, გერმანიასთან 57:67 დავმარცხდით.

"საქართველოს კარგად ნავარჯიშები და ფიზიკურად ძლიერი ნაკრები საქსონიას ესტუმრება. მათთან ბოლო მატჩი პოზიტიურ მოგონებებს აღძრავს. თანაც, საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ჯერ არ გაუმარჯვია ბუნდესგუნდის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ გერმანიის საკალათბურთო კავშირის ვებგვერდზე.

თამაში ადგილობრივი დროით 19:30-ზე (ჩვენი დროით, 22:30) დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ