იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ფოტოზე: კოკოშკოვი ტრიფუნოვიჩს "ხეზე ასვლას" ასწავლის
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სლოვენიაში გმირად შერაცხეს, ამ სპეციალისტმა ხომ 2-მილიონიანი ქვეყნის ნაკრებს ევრობასკეტი 2017 მოაგებინა.

- იგორ კოკოშკოვმა სლოვენიას ევრობასკეტი 2017 მოაგებინა [VIDEO]

თუმცა მან ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა და სლოვენიაში ნაკრების მწვრთნელის კონსულტანტად იმუშავებს.

კოკოშკოვს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისივე ასისტენტი რადო ტრიფუნოვიჩი შეცვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ის არ არის სქართველოს მწვრთნელის სტატუსით მოგებულ თამაშებს რომ აგებდა და წუთშესვენების გამოყენება რომ არ იცოდა? ბოლოს საქართველოს ნაკრების დონის კვალიფიკაციას რომ ვეღარ აკმაყოფილებდა ?
აი თურმე ცოდნია მოგებაც, წუთშესვენებაც და დონით არც სლოვენიის დარმა ნაკრებმა დაიწუნა...
როგორი სასაცილოა, როდესაც პრობლემებს ჩვენ თავში არ ვეძებთ და ყოველთვის სხვებში ვპოულობთ... და რაც მთავარია ნაუცბადევად რომ გვინდა წარმატების მიღწევა. საბედნიეროდ კალათბურთის და რაგბის მესვეურები ვითარებას აფასებენ და ხალხს მუშაობასაც აცლიან, გულშემატკივარი კი სულსწრაფია და იტალიასთან და გერმანიასთან სულ გამარჯვებას ელის-
ჯობია პროფესიონალებმა საქმე აკეთონ , ჩვენ კი გულშემატკივრობა ვისწავლოთ !
Qartveli "gulshematkivar"
15:06 12-10-2017
0
NBA-ს პონტში ვერ დარჩებოდა. მაჰარი კაცია. წარმატება.
რეზო
14:41 11-10-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული