კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ვიქტორ სანიკიძე: ყველანაირად ვცდილობ საკლუბო კარიერა მაინც გავაგრძელო

AutoSharing Option
შიო ხეცურიანის პროგრამის წარდგენას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე ესწრებოდა.

შიო ხეცურიანის პროგრამაზე და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობაზე ვეტერან კალათბურთელს ვესაუბრეთ.

- TOP 10 აქტივობა - შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა


- რას გვეტყვით შიო ხეცურიანის პროგრამაზე, რამდენად მოგწონთ და რამდენად შეუძლია რეალურად განახორციელოს მოცემული დაპირებები?
- კარგი პროგრამაა, დიდი შრომა აქვს გაწეული, თუნდაც მოცემული სტატისტიკის მოპოვებაში. თვითონაც აღნიშნა, რომ ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის შესრულება. ვინც არ უნდა იყოს, როგორც მე, ასევე ყველა
კანდიდატს გული შესტკივა კალათბურთში არსებულ პრობლემებზე.

სირთულეები, რომ იქნება თვითონაც აღნიშნა, მაგრამ მონდომებით და შრომით თავის გუნდთან ერთად მაქსიმალურად ეცდებიან პროგრამა განახორციელონ.

- საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა გერმანიაში. რას ფიქრობ რა შანსები აქვს და რა მოლოდინები გაქვს ამ ნაკრებისგან?
- ძალიან რთულ მდგომარეობაშია ეროვნული ნაკრები, რთულ მდგომარეობაშია მწვრთნელი, რადგან ტრავმის გამო გამოაკლდა მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. მაგრამ რეალურად, რომ შევაფასოთ სიტუაცია ძალიან რთული იქნება და დიდი შანსები ნამდვილად არ არის.

თუმცა იმედი გვაქვს მეორე ტურზე, რომელიც თებერვალში გაიმართება, შესაძლებელი იქნება გიორგი შერმადინის და თორნიკე შენგელიას თამაში.

- შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი?
- ჯერ ისევ რთულად მაქვს ფეხი, ყველანაირად ვცდილობ საკლუბო კარიერა მაინც გავაგრძელო.
ასევე დაგაინტერესებთ