"სერბებთან აქამდე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პირველი ოფიციალური შეხვედრაა სერბეთთან და რთული თამაში იქნება.
მეტოქეს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროლიგის მოთამაშეები ბევრი არ ჰყავთ და NBA-ს კალათბურთელებიც არ ეყოლებათ, მაინც ძლიერი გუნდია, მით უმეტეს, სახლში თამაშობენ და გარკვეულწილად ფავორიტადაც ითვლებიან.
ჩვენ შეძლებისდაგვარად დავამუშავეთ ტაქტიკა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ
თავდასხმაში უნდა ვეცადოთ, რომ მეტი თავისუფალი სასროლი მომენტი შევუქმნათ ერთმანეთს, რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ სიტუაცია, სადაც მოგვეცემა შანსი, ბურთი ვისროლოთ და ამაზე იქნება, რა თქმა უნდა, მთელი თამაში დამოკიდებული", - თქვა მარკოიშვილმა.