ნიკა ცქიტიშვილი: შანსი ყოველთვის არის, მაქსიმუმს გავაკეთებთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა ნიკა ცქიტიშვილმა სერბეთთან დაპირისპირებამდე ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა

"რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. მაქსიმალურად გადართულნი ვართ დაცვით სტილზე. ჩვენი უპირატესობა ეს იქნება.

შანსი ყოველთვის არის. ამისთვის ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით, ორი კვირაა რაც ერთად ვართ და ყოველდღე უკეთესობას ვგრძნობთ.

თებერვალში უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნებით. ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, ნახევარზე მეტი თითქმის ახალია ნაკრებში და დღეს ბოლომდე დავიხარჯებით",  - თქვა ცქიტიშვილმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული