მიხეილ ბერიშვილი: დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა პრესკონფერენციაზე სერბეთი-საქართველოს მატჩის შესახებ ისაუბრა.

"პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ კარგი შეხვერდა იყო და სერბეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში. მე ვფიქრობ, ჩვენ პირველ მეოთხედში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა. შევეცდებით, მომავალში ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში", - თქვა ბერიშვილმა.

მიხეილ ბერიშვილმა 26 წუთში 11 ქულა ჩააგდო. თბილისის "დინამოს" კალათბურთელმა კარგი სიზუსტე გამოავლინა, 4-დან 3 სამქულიანი და ერთი ორიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიშა,ბიჭებო,თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ,სადაც სამ ქულიანებს ასე პანტა პუნტით ჰყრით,ჯარიმა უფრო ადვილი ჩასაგდები არ არის?თავის რწმენა და შეთამაშება გაკლიათ,თორემ სერბიასთან ბოლომდე ღირსეულად იბრძოლებდით.ჰო,კიდევ უაზრო ჯარიმებს იღებთ ნამეტნავად ბევრს და სამწამიანს ვერ კეტავთ ასე რომ სამუშაო ბევრი გაქვთ,მაგრამ აშკარად ჩანს,რომ თქვენც ბევრი შეგიძლიათ,მთავარია ცხვირი არ ჩამოუშვათ და ბოლომდე კაცურად მიაწვეთ.
სოსო
19:17 28-11-2017
0
კარგი დასაწყისია. წარმეტებებს გისურვებთ. ზუროსის დონის მწვრთნელის ხელში, დიქსონის და მარკოიშვილის გვერდით კარგ კალათბურთელად ჩამოყალიბდება
შოთა
15:47 28-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული