კიდევ ერთი დანაკლისი - "ავსტრია-გერმანიასთან ნაკრებს ვერ დავეხმარები"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს 23 და 25 თებერვალს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის, ავსტრიასთან და გერმანიასთან. ამ შეხვედრებში ითამაშებს თუ არა მანუჩარ მარკოიშვილი? შეკითხვაზე პასუხს მისი საუბრიდან შეიტყობთ.

- ევროთასზე, "ლიმოჟთან" მატჩში ტრავმა მივიღე, თუმცა ნამდვილად არ მახსოვს, რომელ ეპიზოდში ვიტკინე მუხლი. იტალიის ჩემპიონატში "პესაროსთან" შეხვედრაში მუხლი ძალიან ამტკივდა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მდგომარეობა დასვენებით გამოსწორდებოდა. ამის შემდეგ კიდევ ვითამაშე, მაგრამ საბოლოოდ, სამედიცინო შემოწმების შედეგად ახალი დაზიანება აღმოჩნდა, რომლის მკურნალობისთვისაც გარკვეული დრო არის საჭირო.

"რეჯო ემილია" იტალიის თასზე ვერ გავიდა, ევროთასის პლეი ოფიც
მარტში იწყება და გუნდში მითხრეს - გაგიმართლა, დასვენებისა და ტრავმის მოშუშებისთვის დრო გექნებაო. მე კი ვთვლი, რომ ეს არ არის გამართლება, 23 და 25 თებერვალს საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის...

- 23-მდე ტრავმის მოშუშება ვერ მოესწრება?
- სურათი ნაკრების ექიმს, თემურ ხვედელიძესაც გავუგზავნე. მუხლი საოპერაციო არ არის, მაგრამ მკურნალობა სჭირდება. გული ძალიან მწყდება, რომ ავსტრია-გერმანიასთან ნაკრებს ვერ დავეხმარები. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როგორც ქვეყნის, ასევე მწვრთნელების და თანაგუნდელების წინაშე, რომლებიც მართლაც ბოლომდე იბრძოდნენ ნოემბრის მატჩებში.

არ ვარ ის პიროვნება, შუა გზაში გავჩერდე, ყოველთვის ვცდილობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო. ტრავმიანსაც მითამაშია. ასეთ დროს ყოფილა შემთხვევა, რომ ტრავმა გამმიზეზებია, თუმცა იყო შემთხვევები - ბოლომდე გამიტანია და ყველაფერი კარგად დასრულებულა. მთავარია, საკუთარ თავთან მართალი ვიყო. დამიჯერეთ, სადღეისოდ საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშე იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თითოეული დიდ პატივისცემას იმსახურებს.

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
მანუ დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაიღებ, ოღონდაც ნაკრებს დაეხმარო .

ღმერთმა ჯანმღთელად გამყოფოს !!!
ბესო
12:13 18-02-2018
0
მაგარი კაცი! მალე გამოჯანმრთელებას და წარმატებას ვუსურვებ.
ანდრი
14:55 17-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული