საქართველოს ნაკრებმა ავსტრიას პირველი ტაიმი 40:31 მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩის პირველი ტაიმი ავსტრიას 9 ქულით მოუგო.

ავსტრიის კალათბურთელთა ნაკრები ევროგრანდი ნამდვილად არაა, ჯგუფში სერბეთმა 21 ქულით, გერმანიამ კი 41 ქულით დაამარცხა, მაგრამ საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

ავსტრიაში კალათბურთი ნაკლებად პოპულარულია და მატჩს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია, დარბაზი სანახევროდ ცარიელი გახლდათ და სტუმრად თამაშის პრობლემაც არ იყო. მითუმეტეს, თამაშზე ქართველი გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: დიქსონი, ბოქოლიშვილი, ცქიტიშვილი, დვალიშვილი და ცინცაძე.

დებიუტშივე ცხადი შეიქნა, რომ ჩვენი მეტოქე ძალიან სუსტი გუნდია, რომელსაც საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში ჩაგრავდა, მოწინააღმდეგე პერიმეტრიდან არაზუსტად ესროდა, ფარიც მოვუგეთ და ეს ანგარიშშიც აისახა 31:40, თუმცა პირველ მეოთხედში ავსტრიამ ოდენ 5 ქულა ჩააგდო, შემდეგ ეტყობა, კონცენტრაციის ნაკლებობამ იჩინა თავი, თორემ შესვენებაზე ჩვენი გუნდი უფრო დიდი უპირატესობით უნდა გასულიყო.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დიქსონს აშკარად ეტყობა,რომ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია,აშკარად ამოვარდნილია გუნდური თამაშიდან.თუ ცინცაძე ვერ ითამაშებს,ძალიან მეშინია,მეტოქეს სროლა უკვე წაუვიდათ,ჩვენ კი პირიქით და ორგანიზაციაშიც აშკარად მოვიკოჭლებთ.
სოსო
22:01 23-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული