საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 78:64 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში ავსტრია 78:64 დაამარცხა.

ავსტრიის კალათბურთელთა ნაკრები ევროგრანდი ნამდვილად არაა, ჯგუფში სერბეთმა 21 ქულით, გერმანიამ კი 41 ქულით დაამარცხა, მაგრამ საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

ავსტრიაში კალათბურთი ნაკლებად პოპულარულია და მატჩს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია, დარბაზი სანახევროდ ცარიელი გახლდათ და სტუმრად თამაშის პრობლემაც არ იყო. მითუმეტეს, თამაშზე ქართველი გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: დიქსონი, ბოქოლიშვილი, ცქიტიშვილი, დვალიშვილი და ცინცაძე.

დებიუტშივე ცხადი შეიქნა,
რომ ჩვენი მეტოქე ძალიან სუსტი გუნდია, რომელსაც საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში ჩაგრავდა, მოწინააღმდეგე პერიმეტრიდან არაზუსტად ისროდა, ფარიც მოვუგეთ და ეს ანგარიშშიც აისახა 31:40 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი, თუმცა პირველ მეოთხედში ავსტრიამ ოდენ 5 ქულა ჩააგდო, შემდეგ ეტყობა, კონცენტრაციის ნაკლებობამ იჩინა თავი, თორემ შესვენებაზე ჩვენი გუნდი უფრო დიდი უპირატესობით უნდა გასულიყო.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ცინცაძემ, მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა და ეს ჩვენი ნაკრების თამაშზე აისახა. მეტოქე ზუროსის შეგირდებს ნაანტრაქტევს სამქულიანში თავისუფლად აღარ უშვებდა, უფრო მჭიდროდ მეურვეობდა და მესამე პერიოდი მხოლოდ 6 ქულით მოვიგეთ.

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გატეხა მოწინააღმდეგე და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ეგაა, ძალიან, ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა თამაშში...

ჩვენი გუნდიდან 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იყო. ბითაძემ 12 ქულა ჩააგდო, ბერიშვილმა 10, ცქიტიშვილმა 9, დვალიშვილმა 8, ცინცაძემ 5, ფაცაციამ 5, ბოქოლიშვილმა 4, ბოისამ კი - 2.

ავსტრიელთაგან ყველაზე შედეგიანი 23 ქულით კლეპეიცი იყო.

25 თებერვალს საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში გერმანიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
დაამარცხა კი არა გაანადგურა უნდა დაგეწერათ. მეტი დრამატიზმი ცოტა. რაცხა ვერ Xართ ფორმაში.
Odala
00:16 25-02-2018
0
დვალიშვილი და ცქიტიშვილი უშეცდომოები იყვნენ და ძალიან კარგად ითამაშეს
georgia
20:56 24-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული