კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ჰენრიკ როდლი: საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰენრიკ როდლმა საქართველო-გერმანიის მატჩის (77:87) დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა, საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. კმაყოფილი ვარ ჩემი კალათბურთელებით, მათ ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგით მივდივართ.

- რას იტყვით სპორტის სასახლეში შექმნილ ატმოსფეროზე?
- ეს საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტია და საკმაოდ მოხიბლული ვარ ატმოსფეროთი. ქართველმა გულშემატკივარმა მეორე ტაიმში საკუთარ გუნდს მოტივაცია შესძინა და დაეტყო კიდეც მათ თამაშს.

- რას იტყვით ილიას ზუროსთან დაპირისპირებაზე?
- ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია და ამიტომ ავიღე წუთშესვენება, რამაც ზუროსის
მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. მე მჯერა ამ პატარა ინციდენტს მოვაგვარებთ. ილიას ზუროსი პროფესიონალია, მას და საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ.

- რას იტყვით ევროლიგისა და ფიბას დაპირისპირებაზე?
- ამ ორი ორგანიზაციის დაპირისპირება ხელს უშლის გუნდებს საკუთარი თავის გამოსავლენად. თქვენს ნაკრებს  ორი ძლიერი მოთამაშე, შენგელია და შერმადინი აკლდა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს პარკეტზე მოთამაშე კალთბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა გულშემატკივრები კმაყოფილები დაეტოვებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ