საქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

AutoSharing Option
bblprofis.de-ს ცნობით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ცვლილებაა - მაიკლ დიქსონის ნაცვლად, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსებას 31 წლის ტადუს მაკფადენი (სიმაღლე 188 სმ) დაიცავს, რომელიც "კიმისში" თამაშობს და საბერჩნეთის ჩემპიონატის ბომბარდირია. ტადუსი საშუალოდ ერთ მატჩში 17.7 ქულას, 2.9 მოხსნა, 4 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.

მისმა გუნდმა პლეი-ოფის "მეოთხედფინალი "ოლიმპიაკოსთან" 0:2 წააგო, ხოლო თავად ამ ორ მატჩში 36 ქულა ჩააგდო.

მან საბერძნეთის ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის ჩეხეთის "უსტი ნად ლაბემში", გერმანიის "ბრაუნშვაიგში", კვიპროსის აპოელ-სა
და აეკ-ში, საფრანგეთის "ნანსიში", საბერძნეთის პაოკ-ში და მაკედონიის "კარპოს სოკოლიში" ასპარეზობდა.

ვიკიპედიაში ტადუსი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელადაა მოხსენიებული. ასე რომ, სერბეთთან (29) ივნისს და ავსტრიასთან (2 ივლისს) მატჩებში მაკფადენი დიქსონის ნაცვლად ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
არ სჰეიდზლება რო ორმა ნატურალიზირებულმა მოტამასჰემ ითმაშოს
დიტო
12 ივნისი 2018 16:05
0
თუ დიქსონი თავისით წავიდა მისთვის გადასაცემად რამე ჯილდოზე რომ იფიქროს ფედერაციამ ცუდი არ იქნება . მომდევნო ნატურალიზებული მოთამაშისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.
იმედი მაქვს ეს დიქსონის სურვილი იყო და კაცს გული არ ატკინეს
gela
12 ივნისი 2018 01:15
0
თამაშის საუკეთესო მომენტების კოლაჟით თუ ვიმსჯელებთ-შესანიშნავი კალათბურთელი შეგვიძენია.თამაშის მანერითა და სტილით ქართულ კალათბურთელს[მაგ.ვიქტორ სანიკიძეს]ძალიან ჰგავს.არც ის უნდა დაგვავიწყდეს,რომ ილიას ზუროსი საბერძნეთში ცხოვრობს და შესანიშნავად იცნობს იქ მოთამაშე კალათბურთელებს.დიქსონს დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის,რომელიც მან საქართველოს ნაკრების წარმატებაში შეიტანა.სამაგალითო და დაუვიწყარია მისი თავდადებული თამაში.
გიორგი ჯანიკაშვილი
11 ივნისი 2018 10:49
0
დიქსონი იყო უნიკალური როგორც სამიანებში ისე დაცვასი პასებსი ეს პიროვნება დაცვას ვერ ტამასობს გამოდი გურასპაულო და ახსენი რა ხდება ტუმცა შენ რა უნდა ტკვა შენ ისიც კი ტკვი ბოისა ლიდერიაო
შოთა გუგეშაშვილი
11 ივნისი 2018 10:17
0
Fani-ო. რა იმედგაცრუებაზე ჯერ საუბარი, როცა ნაკრების ახალ წევრს 1 თამაშიც არ ცაუტარებია? საიდან ასეთი დასკვნა? !!! იმედგაცრუებული შეიძლება დარეჩე მას შემდეგ, რაც ეს კაცი გამოაჩენს ტავის თავს. დაელოდე რა! რატომ აკეთენ წინსწრებით უიმედობაზე განცხადებას. არა მგონია ზუროსი ისეთი უტVინო მწვრთნელი იყოს, რომ არ ქონდეს გათვლა გაკეთებული. ეს კაცი საბერძნეთის სუპერჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის. დიქსონი, კი თუქეთის მეორე ლიგაში ირჯება. ვერ ხედავ განსხვავებას? თუ ვერ ხედავ, ეს შენი პრობლემაა. ასე, რომ დაველოდოთ რა!!! დიქსონს კი მადლობა, მართლაც რომ გულიანი თამაშისათვის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ მეორე თუ არაა მესამე თამაშს აგდებდა.
mec fani
11 ივნისი 2018 09:47
0
დიქსონი ტვიტონ არ წასულა,უბრალოს ზუროსმა მოიყვანა თავისი არჩეული(საბერძნეთის ლიგიდან=ბერძენმა)კალათბურთელი.თორემ მაიკლი კარიერის ბოლომდე აპირებდა ჩვენთან თამაშს.ზუროსმა გაუშვა,
mamulo
11 ივნისი 2018 01:36
2
დიქსონი თავისით არ წავიდოდა და არვიცი რა არის ამის მიზეზი რომ დიქსონი აღარაა საქრთველოს ნაკრებში მაგრამ ერთი რამ ფაქტია დიქსონი მთელი გულით თამაშობდა ისე თითქოს მისი ქვეყნის ღირსებას იცავდა კლუბში კარგი სეზონი ქონდა მართალია მეორე ლიგაში მაგრამ მაინც, არვიცი მოკლედ გული დამწყდა დიქსონზე და სანამ ეს კაცი გაივლის ადაპტაციას მაგის დრო ვქონდა სადაცაა მოვიდა სეზონის უმთავრესი მატჩემი მოკლედ ძაან იმედ გაცრუებული ვარ
Fani
11 ივნისი 2018 01:24
0
მიზეზი რა გახდა ამ ყველაფრის?! აუცილებლად უნდა დაწეროთ თვითონ წავიდა თუ გაუშვეს
svan
11 ივნისი 2018 00:11
0
ee dikso vapshe sxva kaci iko karis stiliit es ori ro gvkavdes federaciav?
!!!!!!
10 ივნისი 2018 23:52
0
1. "მეც ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას". დიქსონისნაირად არც ერთი სხვა ნატურალიზირებული არ ქართველობდა. ნამდვილად იმსახურებს ეს ადამიანი შესაბამის მადლიერებას ჩვენის მხრიდან. იქნებ მოიფიქრონ მესვეურებმა, როგორ შეიძლება აღინიშნოს მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე. სხვათაშორის, ეს მომავალში სხვა ნატურალიზირებულებისთვისაც იქნებოდა სტიმული და არამარტო კალათბურთელებისათვის.

2. ერთხელ გამოვთქვი ეს "გიჟური" იდეა და კიდევ გავიმეორებ. იქნებ ზაზას გამოეყენებინა თავისი მეგობრობა და ეთხოვა კლეისათვის, რომ მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. წარმოგიდგენიათ, რა საოცარ შედეგებს ვაჩვენებდით მაშინ?!
N
10 ივნისი 2018 22:51
4
საერთოდ აზრზე არა ხართ ნბა-ს?? კლეის რამდენს უხდიან შენი აზრით? ის რომ მანდ ჩამოვიდეს და ტრავმა მიიღოს ტყუილად უნდა უხადონ 25 მილიონი? ეგეთი სულელური აზრი რომ თავის ბოსებს გააცნოს კლეიმ, რა მოუვა მის კონტრაქტს როგორ ფიქრობთ? თითო თამაშში სულ რომ მილიონი შესთავაზო, მაინ არ ჩამოვა. უფულოდ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
odala
11 ივნისი 2018 07:30
0

სიახლეები პოპულარული